კაპილარები - სკდება; ატომები - ფეთქდება


260115 232

ვგრძნობ სისხლის ფეთქვას ვენებში,
სავსე მაქვს კაპილარები.
ვიხსენებ როგორ სკდებოდა ზაფხულში
სისხლდენა, წნევის მატებით.

ამბობენ ნიკოტინი რომ მეტაბოლიზმს აჩქარებს
და მიცემს გული, ალბათ ამიტომ
სევდის ნივთიერებათაცვლისგან.

სავსე ვარ მუქი სითხით და აირით;
სავსე ვარ ბნელი აზროვნებით.
ყველაფერი დასასრულისკენ მიიწევს
და პროცესს აჩქარებს ცოდვა, რომელიც ცდილობდა იესოს ცდუნებას.

შეთქმულებები წარსულზე აღარ ჩანს დაუჯერებლად;
თეორიები სამყაროს აღსასრულზე ზედმეტად რეალურია.
და მხდალი - ვფიქრობ, ვტირი, ვდარდობ
და მხოლოდ ვფიქრობ და ვტირი და ვდარდობ.
_______________________________________________________________________________

ვაღმერთებ პათეტიკურ და გამოგონილ სინამდვილეს,
რადგან მხდალს - მხოლოდ ამის ძალა მაქვს.
ვაღმერთებ, როცა არ მჯერა ღმერთების და რელიგიის:
რადგან მძულს სამყარო, რომელშიც ყველაფერი ჩემია და ვერაფერს ვცვლი.

ოთახს ვავსებ ცრემლებით, სიცილით
და მეც ვივსები ოთახით.
რადგან მეშინია სამყაროსი, ეზოსი, სადაც ფეხი დამიცდა -
მაშინ ეზოს იქით რა მოხდება.

თავს ვგრძნობ სოკოდ.
არ ვეკუთვნი რეალობას.
დედამიწაზე ზომბივით ვარსებობ
და თავს კანტად ვასახებ.

ვიხსენებ ბავშვობაში სუიციდს როგორ ვგეგმავდი.
ამასაც მხდალად, არასერიოზულად, არარეალურად.
ახლა ვოცნებობ ავფეთქდე
და ჩემი თითოეული ატომი ერთმანეთს შეეჯახოს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი