იკლებს


260910 0116

შევკრიბე ყორნები, თავსზედ მევლებიან
მზის შუქს შთაინთქამს,  ყვავდება ბუმბულები.
რა ამბებს მომიტანს, რა საჩუქარს მართმევს...
რომელი სამყაროს ნაწილად იქცნენ.

სიზმრების ქალაქს გადაუფრენენ
თითქოს აქ წყდება კოსმოსის ბედი.
ცარიელ ტოტებს აავსებენ და
ღამის ცის ფონად იშლება ფრთები.

ყოველთვის თან მსდევს კოშმარი,
ცხადშიც ნათლად მევლინება.
ვინ გამოძერწა ეს მონსტრი?
და მონსტრად რატომ ითვლება?

ცეცხლი ედება ცას,
ყორნებს კვემლი ახრჩობს.
ბუმბულებს ვკრეფ და მაქვს,
მათ ისევ ავაწყობ.

დამავიწყდა
როგორ ადრე
მეც ვიწვოდი
და ამაწყვეს.

ბუმბულ-
ბუმბულ
სიზმარ-
სიზმარ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი