ხორცშესხმული ინტერფეისი, ტერაფორმა
260912 0440 როგორც ყველაფერი მშვენიერი, როგორც სილამაზის აღმავლება, ყველაფერზე მეტად მტკივნეული და აღუწერლად სასიკვდილო ხარ. ფიქრებით გარდავეშვი წარსულში და ფიქრშივე ვცადე დავიწყება. მაგრამ, როგორც შენ გჩვევია, იქაც მშვენიერება მკლავს და არ კვდება. რას მოველოდი ფარდის გადახსნით? რომ პასუხს წმინდას ავხდიდი ნათელს? ერთი ცხოველი, გაცოცხლებული ათასი სულის გაყიდვად ღირდა? რამდენ ნატვრას ამისრულებ, რამდენ კოცონის ცეცხლზე მწვავ, ნაწილ-ნაწილ რისგან გავჩნდი, რად მაქციე, რამდენ მშობელს გავეცალე აქ სამყოფად? რად ვიქცევი, თუ სიმართლეს ვიგებ. გარეგნულად თუ დაგემსგავსები? რადგან შენი აზრები ჩემში ჩქეფს, ჩემი აზრები სად მიდის, თუ ქრება?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი