გამოგონილი


260914 0441

წყალს ვსვამ წვეთ-წვეთ, სანამ გვყოფნის,
ღვინოს ვწრუპავ უღალავად.
მყინვარები დნება, შრება,
ვენახიც აღარ ყვავდება.

ამ ერთ მტევანზე გაზრდილი
უკურკო, უზედაპირო
გამომშრალ ყურძნის კეკალი
ღვინოდ ვერასდროს იქცევა.

ვყლაპავ ჰაერს, სანამ შემწევს,
ისედაც დამჭკნარ ფილტვებში.
მზეს ვუმზერ, ჯერ არ მწვავს მწარედ
ლაქებს კანზე ჯერ არ მიჩენს.

ვსუნთქავ მოლურჯ სურნელებას,
სანამ ფუტკრები არსებობს,
სანამ ყვავილებს ფერი აქვთ,
სანამ ჩემი გონება მეკუთვნის.

როცა გამოქვაბულს ვუმზერ
და იქ დაბრუნება არ მსურს,
გავიხსენებ წყაროებს და
გრილ ღამეებს ღია ცის ქვეშ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი