ვამპირები და კანიბალები
260926 0213 ნეტავ, ეს არის, რაც აქ მოხდება? ხეები შიშით თუ გაივსება, ჰაერში სისხლის სუნი გაჩნდება, ხმებს გაიგებ და ხვდები - მოკვდება. ყველაზე მეტად სიჩუმე თუ გძულს, თუ ნესტიან ტყეს ვეღარ აიტან და შენს ნაბიჯებს იცი - ითვლიან, აქ არ მოხვიდე, თავს ვერ გაიტან. სიცარიელე უსასრულო ჩანს. ქარები ავსებს შიშველ ხის ტოტებს. ირმებმა რქებიც კი აქ დაყარეს, მიჰყვნენ სიკვდილის გაჟღერილ ნოტებს. თუ დღეს გცალია და გთხოვ წამომყვე, არ დამიჯერო, მეც კი არ მჯერა. ბოლო დღეებში დუმილებს შორის ხმები ჩამესმის, ვცდილობ ჩაწერას. ხმოვან სიგნალს მიკროფონი არ წერს, კამერის ელემენტი დაიწვა, თუ რეალობას თვალს გავუსწორებ მეშინია ვისი თვალები დამხვდება. დახუჭულ თვალს ქუთუთოს ნუ უღებ, ბოლოს რაც ნახა ის ისახება. სასოწარკვეთილება არ მელის, თუკი ვიცი რა დამემართება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი