ხმები
261015 0339 ხის ტოტზე შემჯდარ ჩიტებს ვუყურებ. მღერიან მთელ ხმად, ესმით ბულბულებს. ციცქნა გულები უცემთ თრთოლვით და მათ დაძახილზე მზე ამოვიდა. როცა მთელი ხმით მეც ავმღერდები, ნეტავ რა ესმის ჩემს ბნელ ნოტებში. ჩემი გულიც რომ აკანკალდება, თუ გაიგებს და გამოცხადდება? ფილტვები მეწვის, ყვირილი მახრჩობს, გულისყურს უგდებ თუ ჯერ თამაშობ? ჰანგები არღვევს სინაზეს დილის, მხოლოდ მე ვხედავ - სიბნელე მიდის მტოვებს ხმები და მტოვებს სიცოცხლე, არ გათენებულ დღეებს ჩავახშობ. კიდევ ერთხელ თქვი, ერთხელაც მნახე, სანამ ჩიტების ხმა ჯერ არ გაქრა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი