როდის ვქრებით


261105 0700

როდის ატოვებს საგანი საგნად ყოფნას?
როცა არ ვსუნთქავ, ფილტვები არ მჭირდება;
სიბნელეში თვალებს დანიშნულება არ აქვთ;
მოტეხილი ხელი შეხორცებამდე უვარგისია.

მაგრამ ფილტვი ხომ მაინც ფილტვია, 
იმის მიუხედავად ატარებს თუ არა ჰაერს.

თუ დანა არ ჭრის, დანად რჩება?
თუ ნათურა გადაიწვა, ისევ ნათურაა?

თუ არავის ახსოვხარ, მაინც არსებობ?
თუ არაფერი გახსოვს, მაშინ ვინა ხარ?
_______________________________________________________________________________

ბლაგვი დანების ნაჭრილობევი
ჯერ არ შეხორცდა, გავიდა წლები.
სისხლდენა მუდმივ მდინარედ მოსჩქეფს
შენი ტუჩები სველდება მის ქვეშ.

როცა მოვკვდები ჩემს გულსაც შეჭამ.
მე გიანდერძებ, მაინც შენია.
ჩემი ძვლებისგან გამოძერწილი
ნასამძიმრები ქანდაკება ხარ.

ვერ იარსებებ თუ არ მახსოვხარ.
თუ მე გავქრები, შენ ვინ გახსენებს?
სანამ დარჩები ადამიანად, 
როცა ცხოველის გენები ჭარბობს.

თუ არ გაქვს გრძნობა, თვალებში გიბნელს,
სხვებზე არ ფიქრობ და სულ გწყურია.
თუ არ აზროვნებ არსებობაზე,
სანამ გერქმევა ადამიანი?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი