ს.გ.
261121 0922 მზის სხივები თვალებს მიწვავს, ყველაფერი ყვავის და ანათებს. რბილი ნიავი არხევს მცენარეებს, ფერადი ფოთლები ირწევიან ერთად. შენობების აგურის წითელი სახურავები, უზარმაზარი ფანჯრები კედლებში, უკიდეგანო ბილიკები ყოველმხრივ, შუადღე, როგორც არასდროს ისე თბილი. სამყარო მეხუმრება და მე არ ვიცინი. სამყარო მაჯავრებს და სიძულვილით ვივსები. სამყარო დამცინის, მის ნებას მივენდე - სამყაროს და არასდროს შევცდები მეორედ. უსასრულობის თვალები ჩემს წინაშე ჩაქრა. უწმინდესობის განსახიერება მაშინ წაგვართვეს. მფარველმა ანგელოზებმა მარტო დაგვტოვეს. ღმერთი მოკლეს, და ღმერთზე მეტი - ადამიანი. შუადღე ყვავის გარშემო, სიკვდილთან მარტო დავრჩები. ჩემი სისხლი გარდაიქმნა ბნელ მატერიად, რომელიც კოსმოსს ავსებს. გადმოვიღვარე, სიძულვილი აღარ ეტევა ჩემს კუნთებში, ჩონჩხი ვეღარ უძლებს ამდენ სიმძიმეს და დავიშალე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი