სხივი


201213 0400

მზის სხივს, თითქოს, სხეული მიეცეს. 
დილის თბილი და მკრთალი ნათელი ასხივოს.
და, თითქოს, მხოლოდ ჩემს დასანახად; 
ჩემს მოსაფერებლად; 
ჩემს გასათბობად.
ძალა მქონდეს, არსად გავუშვებდი. 
ჩემი მზის სხივი მეყოლებოდა.
თითქოს, ღამე გაქრა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი