საკუთარი სახელიც აღარ მეკუთვნის
200422 1700 სინამდვილეში როგორია სამყარო? რა არის ნივთი, რა არის საგანი? ის, რაც თავდაპირველად შეიქმნა, თუ ის, რადაც გადაიქცა, ახლა როგორიცაა? რა არის ნამდვილი? ვინ ვარ მე რეალურად? ის, ვინც გავჩნდი, თუ ის, რადაც გადავიქეცი? ყველა ცვლილების გათვალისწინებით, რამდენად არიან ნივთები ისევ საკუთარი თავნი? როდის ხდება ის ცვლილება, როცა სხვად იქცევი? როგორია სინამდვილეში სამყარო? ისეთი, როგორიც შეიქმნა, თუ ისეთი, როგორადაც მას მე აღვიქვამ? ვარ კი მე ისევ ის პიროვნება, რომელიც გაჩნდა, თუ იმდენად შევიცვალე, რომ საკუთარი სახელიც აღარ მეკუთვნის?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი