ორეული


201016 ?

თვალებს მე ვხუჭავ, სიზმრებს ხედავ შენ.
ვარდებს მე ვწყვეტ და ეკალი შენ გჭრის.
წამალსაც მე ვსვამ შენ რომ მოგარჩენს.
რკინისაც მე ვარ, შენ მაგნიტს ეკვრი.

მე სულ სახლში ვარ, მარტოდ თავს შენ გრძნობ.
ჩემი ცრემლებიც შენს ლოყას წყდება.
წლები გავიდა მე კი ისევ გცნობ,
ვფიქრობ, ეს წამი აწ გაგრძელდება.

სულელი მე ვარ, პასუხს შენ აგებ.
მზეს მე ვუყურებ, თვალებს კი შენ გწვავს.
ვარსკვლავებს მე ვკრეფ, შენ კი აგროვებ.
სანამ სხივები შერჩებათ ნამწვავთ.

ჩემს წანაკითხ წიგნს შენ იმახსოვრებ.
ჩემს მონაკრეფ ვარდს ცის ფოთლებს აცლი.
თუ ამ საღამოს ფიქრებს მათხოვებ - 
ჩემსას მოვისვრი, შენ ხომ გაქვს ასლი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი