ლეგენდა
201223 500-600 მაგონდება მოგონილი ლეგენდა, გრგვინავს გული, გაგებული ჰგონია: დრო ებარა და ცას სხივებს აფენდა, მისი სახე ახლა მხოლოდ ფონია. შენ იყავი ამ ლეგენდის აჩრდილი, ეჭიდები ამოუხსნელ გამოცდას. მე მინდოდა შენი გეცნო ადგილი, არ გყოფნიდა შენი, არ იცი მოცდაც. ველი. ველი და ნაპირი გამოჩნდა. გამოჩენას შენსას მხოლოდღა ველი. ველი. მაგრამ მოცდა ფუჭი აღმოჩნდა. რაღა დამრჩა? მზე ჩადის, მრჩება ველი. დროს რომ მართავს და ცას ანთებს სხივებით, ის ხომ გმირი არასოდეს ყოფილა. ეს ლეგენდა მივუძღვენი სიტყვებით, შენ კი გიძღვნი თავს, არსი გაყოფილა. მე არ გწამვარ და გწამს ჩემი სიტყვები. მე ვერ მხედავ და ხედავ მოგონილ გმირს. მე შევქმენი, მხოლოდ, მას ნუ გაჰყვები! დამივიწყებ? დავიწყებულ იქნები. ცას ნუ გაძარცვავ ვარსკვლავებისგან, თითოეული თავისთვის მზეა. იმ სამყაროში, კოსმოსის ბოლოს, სხვა მე, სხვა შენ და სხვა სამოთხეა. ჩვენს პარალელებს ნუ აცოდვილებ, მათაც სჭირდებათ სიცოცხლის სხივი. ამ სამყაროსაც ნუ უბრაზდები, ვერ შევეცვლებით ორეულივით. სამოთხე არ გვაქვს, იქნებ, არც სხვას აქვს? ნუ ნატრობ უცნობს, იქნებ, მეტს გტანჯავს? სხვა შენ შენ არ ხარ, სხვა მეც ხომ სხვაა? იქ - დრო არ გადის, ჩვენ - ფუჭად ვხარჯავთ. ვარსკვლავებს ნუ კლავ, შენ ღმერთი არ ხარ. წლებია ვფიქრობ, ვფხიზლობ უძილოდ. საუკუნეა გემსახურები, და სამუდამოდ ველად დავრჩები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი