დრო


ხირსის ზარები.. გედიქის ნიავი.. ქარის წუწუნი სელფი მამასთან და ხირსა..
წნორი....არ მიყვარს....
წნორი-სიღნაღი.. გზად ძილი.. და უცბად ხედი....
ბულვარი..გომბორის სიო და ჩიტები...
მარტო ხარ ბულვარში.სრული სიწყნარეა, მხოლოდ სერგო მიღვევს სიმყუდროეს , დამხედა და წავიდა.. დურბინტი რა უყავი?! 
მერიის თანამშრომელის ხმა ისმის, მანქანებიც ახმაურდნენ, გარიჟრაჟებულ სიღნაღში, სადაც სრული ჰარმონია სუფევს უცბად ქალაქულური ტემპით იწყო ცხოვრებაა. ვაჭარი მაკვირდება, ვერ ხვდება რატომ ვზივარ ასე, არც ტურისტი ვარ, ქართველს და ქიზიყელს ვგავარ! რა მინდა იმ დილით იქ ვერ გაუგია, მეც ვითომც არაფერი ვუყურებ მუზეუმს, მის წინ დაკვირდები მონუმენტსს,რომელიც ბავშვობის ექსკურსიებისა და კლასელების ნოსტალგიაში მაგდებს, შემდეგ უფრო შორეულ წარსულზე ვფიქრები და 9 აპრილის ძეგლს ვუმზერ, შემდეგ ჩემი ოჯახის ისტორია მახსენდება, მეორე მსოფლიო ომი და ვეძებ ბევრ ნარინდოშვილებს შორის ერთს, დიდი პაპის სახელს... მის მეზობლად ბევრი გურაშვილს, გვარს რომ ვკითხულობ, ერთი ორად სიამაყით ვივსები და მხრებში ვსწორდები, თავს ვიღერებ, ღრმად ამოვისუნთქავ და მტკიცე ნაბიჯს ვდგამ... უცბად იმას მოვკარი თვალი ვისაც ველოდები, საათს ვუყურებ და ვხვდები რომ ჩემს საყვარელ ადგილას ვერ ვასწრებ მისვლას.. ვბრაზდები ჩემს თავზე და ვიღებ გადაწყვეტილებას: შენ ისე ვერ წახვალ აქედან რომ ის ადგილი მაინც არ ნახო" და მივდივარ მუზეუმის უკან.... ის ხედიც ძალიან მიყვარს.... მერე კიდევ ვტუქსავ თავს:რას იჯექი, ამდგარიყავი თავის დროზე და გენახა შენი საყვარელი ადგილები მეთქი.... ხშირად მარტო ფოტოს გადაღება არ მიყვარს, გასადიდებელ ფოტოსთან ასოცირდება რატომღაც, თან ჩემი მარტოსულობის გარეგანი გამოხატულებაა და ა.შ. ბევრი მიზეზია იმისა, თუ უფრო მეტად რატომ მიყვარსსხვებისთვის ფოტოების გადაღებააა.ხოდა ეს ის შემთხვევაა, რომ ჩემ თავზე გაბრაზებულ-გამწარებული, ცოტა მგონის ვიღირები კიდეცავ და ვიღებ სელფის.. 
პ.ს ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა მე ხირსის, საღამოს შემდეგ პირველად ვიგრძენი ჰარმონია. 
და სხვანაირად, რაღაცნაირად ჩავისუნთქე....
#სიღნაღისიყვარულისქალაქი
#სიღნაღიჩემიქალაქია
#I'mFromსიღნაღი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი