წასულს


წახვედი არა?!
მშვიდობით
და მენატრები!
ხო სასწაული ხარ შენ, და სასწაულია ყოველი წამი!!!

რამდენი დრო გადის, რამდენი
და მე... 
ცხოვრების ღრმა კუნჭულში ლაღი ფიქრებით შეგინახე..
ზოგადად კი ასეა, ვინც მტკენს იმ ტკვილის ვივიწყებ და კარგით ვიმახსოვრებ ჩემგან წასულებს.

დაბადებისდღეზე ალბათ იცი ელე😀 
მე, ელემ და კიდევ ერთმა ვახტანგური დავლიეთ "წასულების"!


ხო ხო იყო ასე, დღის ბოლოს ვარსკვლავიც გამოჩნდა და .

და
იცი რა იყო, წარმოგიდგინე..
იმის შემდეგ შენთან ვარ გულის ფიქრებით.
9-ში სიყვარულის სადღეგრძელო შენივე ფრაზით დავლიე.


მუზად გაგტოვე და ბოლოს!

კიდევ ვიღაცის სხვის ლექსებს ვნახულობ და ჩემი და შენი ფრაზები მესმის და იცი რას ველოდები მხოლოდ ერთ რამეს!

შენი დაბრუნება ეგ ვიცი რთული ამბავია და არც კი დავუშვებ, მაგრამ ჩემთვის გადმოსაცემი ნაწერები მოვა თუ არა ჩემამდე?!

ამას ველოდები შენგან და მჯერავს რომ ისე არ ვიქცევით ვარსვლავებად, რომ ნაწერები ჩემამდე არ მოვიდეს!
(თუ განადგურებული არაა უკვე)

ხოდა იკითხავ რათ გინდაო, მინდა უბრალოდ მინდა! 


კეთილი სურვილებით, ნახვამდის!
27.01.21

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი