იორიდან რიონს!
მეწინავეა ეს ჩემი მხარე, სადროშო იყო უწინ პირველი რიონთან წყდება ახლა ბედი ქართველის უწინ ჩვენ გვჯიჯგნიდა სვავი, ორბი და ყორანი უბატონოდაც განგვიკარგავს ჩვენ ჩვენი ბედი უღლის გარეშე მოგვიყვანია ჩვენ ჩვენი ერი მადლი უფლისა გვამტკიცებდა, ჯვარი ნინოსი ახლა რიონთან გიგალობენ, აღუმართიათ დღეს ვაზის ჯვარი! ჩოხით და დროშით, ლექსით და ცეკვით ტაშით, ერთობით სჭექავს თაობა Z (ზეტი) ლოცვის სიმტკიცით უხვდებიან ლონგურს ქართველნი სიტყვის სიდინჯით მიიწევენ ერთად ერისთვის ! აკვანში მწოლი პატრა ქართველი ერთგულ მეგობრით ათევს ფხიზელი ხორცი დაღლილი, სული მებრძოლი ერის ინტერესს იცავს ვარლამი! "უცხო წალკოტი" ახლა რიონი გარს შემორტმული სირინოზები ნატვრა ქართველის ახლა სრულდება "დედასა სახელდებულსა" ლოცავს ქართველი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი