ნ.ხ -ს!
გილოცავ! სამი წლის წინ რა სხვანაირი დღე გვქონდა და დღეს როგორ გაგვიცივდა გულები! როგორ, როგორ მოვიკალით ერთამენეთი! როგორ გაგვაფარჩაკეს ყორნებმა! როგორ დავეშვით ასე! დღეს მთელი დღე მენატრები, მენატრები, მენატრები მეგობარო მენატრები ! და როგორ! შარშან ამ დროს "ავადმყოფი" ცალი ყბით მოგილოცე გულ გაბრაზებულზე. დედის შეგონებით მოგილოცე, შენდობაზე მმოძღვრდა და "მასაც" შევუნდე. შარშან ამ დღით სხვა ადამიანი დავიბადე და დღეს ჩემი დაბადებისდღესაცაა. შარშან ამ დღეს იმ დღეთა რიცხვში მივაწერ, ცხოვრების მეტამორფოზებს რომ მიეკუთვნება... დღეს მეგონა გული ორ პრონტზე იბრძოლდებდა მაგრამ არაა, შენ გადაფარე ის... ჩემს გვერდით ყოფნა რომ შეგძლებოდა იმ მომენტებში , ის არც იარსებდა.... დავკარგე მისი სახით და არ ვდარდობ, და გდარდობ შენ! ... ასე მაღლა კი არ დამიყებენიხარ! დღეს რატომღაც ვფიქრობდი რომ ის იქნებოდა პირველი მაგრამ არაა! ვერ გადაგფარე! ... გნატრობ ძველო მეგობარო,გნატრობ და გილოცავ სავალ გზას.. გნატრობ და გლოცავ! ... იცი ის სამი წლის წინანდელი ნათია აღარ ვარ, არც ისეთი როგორაც სულ ბოლოს იცნობდი, უფრო სწორედ აღარ ცნობდი მას! .... აღარ შენ ხარ ის ძველი ჩემი... ... ახლა სიტყვა ბილწი, გულქვა, ცივი და ველური! ... ახლა არ ვიცი და გეტყვი, კაცის სისხლის ცოდვის მოზიარე ვარ ... ახლა არ იცი და გეტყვი, რომ მუცელი დაფლეთილი მაქვს ... ახლა არ იცი და გეტყვი, რომ ქუჩაში ვერ მიცნობ ... ახლა არ იცი და გეტყვი, რომ მეღვინე ვარ ... ახლა არ იცი და გეტყვი, რომ ბუნებით და ბიომრავლაფეროვნებით ვარ გატაცებული ... ახლა არ იცი და გეტყვი, რომ დაკარგული ბავშვობის წლებს ვინაზღაურებ ... ახლა არ იცი და გეტყვი, რომ რომ სხვა ვარ სულ მარტო! ..... ახლა არ იცი და გეტყვი, რომ "ვარდისფერი სათვალე მაქვს მორგებული" ისევ და არ ვის ვენდობი .... ახლა არ იცი და გეტყვი, რომ ცოცხალი გვამი ვცოცხლობ! .... ახლა არ იცი არაფერი შენ ჩემზე და მე შენზე! .... ახლა არ იცი და მოვა დრო და ნახავ ფაქტებს! ბევრს არ გეტყვი, მიუხედავად "მაშინდელი განადგურებისა", ყულფში გაიყო თავი ხოდა სიკეთით მიაგოს ღმერთმა ყოველივე! .... შენც მოგატყუეს და გაგბრუეეს, არ განგიკითხავს, მეც ეგ დამმართეს! .... ბევრს არ გაგირძელებ, გისურვებ რომ ცხოვრებაში გეპოვის ნამდვილები, პირველ რიგში მეგობრები! ... გისურვებ, რომ გეპოვოს ისეთი ადამიანები ვისაც შეაბერდები, 20, 40, 60, 80, 100 წელს ერთად იზეიმებთ ტკბილი მოგონებებით! ... მე კი იმ მოგონებებს მიწა მივაყარე რომ არ გაგიხსენო! ... ბევრი ბევრიი სიხარული მინდა გისურვო ცხოვრებაში! გილოცავ და გლოცავ! ♡♡
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი