ქრისტე აღსდგა


ქრისტე აღსდგა!
-ჭეშმარიტად აღსდგა!

-ქრისტოს ჰაიროს!
-ჭეშმარიტოდ ჰაიროს!

-სამ ენაზე აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მილოცვა და ახალქალი!
-2 ან მეტი გრადუსი!

-2წლის წინ ამ დროოს. :(

ბოლო ორი წელი აღდგომას მონასტერში ვხვდები მაგრამ წელს გადავწყვიტე მეტად ერული ვყოფილიყავი და ერში ვარრ!
შარშან ნაოფერაციები,მაგრამ მონასტერში!
წელს ვითომ კარგად და ერში!
როგორც კი  შეიძლებოდა ისე "ვახალტულე" ეს მარხვა!
ალბათ ცხოვრებაში ყველაზე დიდი განსაცდელი მომევლინა, რომლიდანაც სასწაულებრივად გამოძვერით მე და ჩემი და! 

სასწაულებრივად დიახ, სასწაულებრივად...

პირველი ძალა გონება "დაკარგულზე"  ხირსის დანახვა იყო და წელს გადავწყვიტე აქ, ჩემს სოფელში მეზეიმა აღდგომა ჩემს ოჯახთან ერთად! ჩემს დასთან ერთად! 
 დღეს ღამისთევაზე ჩემი და და მე ერთად მივდივართ დ აორივე ვრჩებითბოლომდე! პირველი აღდგომაა, რომელსაც ერთად ბოლომდე ვიზეიმებთ!მიხაარია მერე როგორ!  ქრისტე აღსდგა! 

მაგრამ ნოსტალგია მაწვება იმ ცივი საღამოსი, რომელიც ჩემთვის ყველაზე თბილია!
ამ მარხვაში დილის არც ერთ მსახურებაზე ვდგვარვარ..გუშინდელი მოძღვრის ქადაგების შემდეგ თავს უფლება ვერ მივეცი "მშვიდად" მძინებოდა, როცა ხირსის ზარები რეკავდნენ..
ორი წლის წინ მე ვკრეკვადი იქ ზარებს...
დილით ავდექი და ცხვირში საღამოს ჰაერი მქონდა, ის ცივი სუსხი, ჩიტების ჭიკჭიკი, ცოტა წვიმა და ქარი მახსენებდა საღამოს!!! მენატრებოდა იქაურობა როგორ! მონატრებას ვერ ვძლიე და მსახურებისას ჩემი და ბუთას(ქართული ნაგაზის) ფოტოებს ვათვარიელებდი!  გულში მეღვრებოდა სითბო სიყვარული და სევდა....
 დრო გადიოდა და მეკითხებიან ფიქრებით სად ხარო, უცბად გამოვფხიზლდი... 
თავზე მოვისვი ხელი და ჩემი უძველესი( ბებოს ნაქონი) თავშალი მეხურა.... დიდი ისტორია აქვს ამ თავშალს, პაპას გარდაცვალების შემდეგ ბებოს აღარ ხურებია,.. მისი გარდაცვალების შემდეგ კი შეიძლება ითქვას მოუხდელად მეხურა წლები.. ფერი გასულია აქვს, ჟამთა სვლა შესტყობია მაგრამ ეს თავშალი ჩემს ისტორიასაც გიყვებათ....
მერე გამახსენდა, რომ თვეებია აღარ მკეთებია...  ამ თავშლის ქვეშ თითქოს სხვანაირი ვხვდები: მახსოვს ვისი გორისა ვარ! 

დღეს ცოტა დავისვენე და დავიწყე ფიქრი თუ როგორ შევმოსილიყავი სადღესასწაულოდ. მივედი კარადასთან და ჰჰოი ის კაბა მეძახის ") ორი წლის წინ აღდგომას რომ მეცვა,! :))) 
არც კი მიფიქრია ისე გადავწყვიტე, რომ ის კაბა ჩამეცვა და გამახსენდა რომ წელიწადზე მეტია მე გრძელი კაბა არ მცმია... შევიმოსე ,და პატარა ჩანთად მეგობრის ნაჩუქარი ჩანთა გავიკეთე,ჩანთა რომელიც მორჩილმა აჩუქა.. მე რაღათ მინდაო, ვინმე გამოიყენებსო! 

მოკლედ, იფიქრებთ "გიჟია" ვის რაში აინტერისებს რა აცვიაო, მაგრამ მატერიალიზმშია არაა აქ საქმე.. დღეს თითო ჩემი ნივთი ჩემთვის მეტად სიმბოლურია და ბევრი მოგონებას თუ მონატრებას ინახავს!
 სახლში უკვით რა ადრე ჩაიცვა რომ კარგადაო... თითქოს ველოდები მანქანას.. დედაოს დაძახებას: უკვე მოვიდა, მოვიდაო.. მერე   ჩვენც შევუგდებით  გზას,გზას რომელიც აბულს გაივლის და მიგვიყვანს ტაძრამდე, ტაძრის საძირველამდე-მომავლში ყოველთა წმინდათა სახელობის ტაძრამდე!

მაგრამ დღეს ის მანქანა არ მოვა, რადგან 400მეტრია ჩემი სახლიდან ხირსამდე და ფეხით ავივლით მე და ჩემი ბილიკს,რომელიც მიგვიყვანს ტაძრამდე..

და აი რაც არ მიფიქრია ამ მარხვაში ერთოულად ვიაზრებ ჩემს გავლილ თვეებს და ცრემლი მაგდება თვალებზე...
ვიაზრებ ჩემს თავს, შეცვლილს და განსხვავებულს..
ვიაზრებ ჩემს დამოკიდებულებებს და საქციელებს!

ვიაზრებ კაცობრიობის დანაშაულს და ვერ ვიაზრებ ბოლომდე, თუ როგორ მოწყალეა უფალი!
"მადლობას ხშირად ვუხდით უფალს, როცა რაღაც ჩვენს თხოვნას შეისმენს და  მატერიალურ მოწყალებას გაიღებსო, მაგრამ არც ერთხელ მოგვიხდია მადლობა უფლისთვის, რაც მან ჩვენი სულების გადასარჩენად გააკეთეაო"-მ.ლაზარე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი