ახალწვეული/ლეგიონი
ალბათ ამ პირადი ფოლიანტების ბლოკნოტს რომ მჩუქნიდნენ, ვერ წარმოვიდგენდი თუ კი ოდესმე მისი ფურცლები გაიხსნებოდა.... პირადი წარმატებები.. უნივერსიტეტში ჩაბარება რიგითი ამბავი იყოოო, ეტალონი ჩავლილიი... და უარესი ამ პერიოდში პანდემიის დიდი ყინულის ეპოქააა..სოფლად დაბრუნებაა... დიდ ამბებს შორის,ჩემი და ქვევრის სიყვარულის ისტორიის დაწყება და მამაპაპათა ძახილზე დაბრუნებააა. თუმცა ახლა არც ქვევრზე, არც სწავლაზე ვიწყებ საუბარს... ეს პროგოლოგად შევურიეე წინ სულ სხვა, ოფლით და სწავლით მოვოპებულ პირად თავთამ გამარჯვებაზე ვსაუბრობ!. გენ.მაზნიაშვილის თბილისის I სასწავლო #13 რაზმის ყველაზე მაღალ ქულიანი რეკრუნტი! ბაირაღებით.. დროშებით.. შეიარაღებული ძალებისა და პარლამენტის სტუმრების წინ ვდგევართ ფორმებით, ვიყურებით წინ, ხელები სამხედრო წესისამებრ გვიჭირავს! წინ დიდი კოცონია.. ბნელაა... ცერემონია არის ულამაზესი, სულ გვავიწყდება რომ ნუცუბიძის პლატოს ზევით გადაკრგულში ვარ და ქარია, მცვივა... ქარის და სიცივის გამო არა, ნერვიულიბის გამო! რაზმას შესავალი სიტყვა... გახსენება წოდორეთის იმ აღმართისა.. შენი სამშობლოს მიწაზე მხოლოდ ყვავილები არ არის, შეიგრძენი სამშობლოს მიწა! მოდის ერთ-ერთი მეთაური.. ყველაზე დიდხანს ჩერდება ჩემთან, შენ ისე ნერვიულობ ჩაიჭრებოდი და მანათებს წითელ ნათებას, ყველაზე დიდხანს! იწყება ახალი ფსიქოლოგიური მომენტი მეთაური ჩერდება და მეკითხება გცივა?! არა, ჩემი სამშობლოს სიყვარული მათბობს! სრული მზადყოფნაა, ჩირაღდნები ანაანთეს... ორი ჩაჭრილია, 51 მა ჩააბარა... როგორ არ მინდა, გული მისკდება და მეპარება, ქარი მაფხიზლებს რომ ვიყო ამ ორში, როგორ არ მინდა! აქ მოსვლით ხომ ჩემს თავს ვცდი და ჩემს თავს ვაბარებინებ ყოველ გასვლაზე გამოცდას.. პირველი გასვლის შემდეგ რომ მკითხეს რატომ მივედი , ამ კურსზე ხომ დიდი ბსონია! წაგებულ-მოგებული "ომების "შემდეგ ძლიერი გამოსვლა! ამ ბრძოლაში თუ ვმარცხდები, აქ არაა მაგრამ რეზერვში ვცდი ბედს! უკვე გამოსავალი ნანახი მაქვს! მაგრამ ჩემი თავის ზიზღის მეტი აღარაფერი დამრჩება, ეს ზუსტად ვიცი! წვალება, მოტივაცია და ცხოვრების აზრი მეკარგება თუ ჩავიჭრები.. და დავუბრუნდები იმ მსმელ, ჩუმად მპარავ ერთი ჭიქა არყის ნათიას, რომელიც ავარიიდან 6 მაისამდე ვარ! გაქცევა მინდა, მაგრამ ვერსად წახვალ... სად მიიმალები, წინ ტყესავითაა მაგრამ ცეცხლია გამოჩნდები და იქეთ ტრიალი მინდორია! მწყობრში ვართ და რაც მთავარია მწყობრის მოშლას დ აგადაწყობა ვერ მოხერხდება! რაზმა იხდის მადლობას, ოკუპაციაზე გულით მოსული სიტყვებით ამთავრებს... აგვისტოს ვეტერანია.. და და იწყება ის საზიზღარი მომენტი(მეორე დღეა და სუნთქვა შეკრული ვარ ისევ) ! გადავწყვიტეთ რომ არ ამოვიკითხოთ ის ახალწვეულები, ვინც გამოცდა ვერ ჩააბარეს! ეს არაფერია, გაზაფხულზე ისეთ ერთად ავხოხდებით იმ აღმართზე! ახლა კი გვარების მიხედვით გამოგიძახებთ! 5 წამია სიჩუმე და გურაშვილი!!!! როგორ გავვარდი და ხელი ჩამოვართვი რაზმას არ მახსოვს, არ წახვიდე ცოტა ხანს , ვჩერდები ადგილზე და გაგი მაძლევს ბეიჯს.. ხელი არ მემორჩილება! ძამაშვილი მწყობრში მილოცავს და ვერ ვიაზრებ ნუთუ ჩავაბარე... ტაში თუ დამიკრეს არ მახსოვს, ყველას ვუკრავდით და ალბათ მეც :) ორი გვარი ჩემს შემდეგ და რაზმა: "პირველი სამეული ვინც ყველაზე მაღალი ქულა აიღო" 53 ახალწვეულს შორის პირველი?! მე?! რომელიც ხოხვის ნახევრამდე ძვლის მივაღწიე, პირველ გასვლაზე სულს ვძლივს მივათრევდი?! ერთი კვირა ლოგინში რომ ვერ ვბრუნდები ისე მტკიოდა ძვლები, კამაზზე რომ ძვლის ვბობღდებოდი! ეს მეე! სერთიფიკატი მიჭირავს ხელში, ამას შეჩვეული ვარ და ბეიჯი, ვერ ვხვდები რა ვუყო! მხარზე გავიკეთოო! ვარ ღირსი?! ჯიბეში ჩავიდო, რა ნამუსით! ბოლო შეძახება: -ვგუშაგიბ ერს! -მარად! ცერემონია ჩამთავრდა მშვენივრად საბოოლო ჯგუფური ფოტოთი და კოცონის გვერდით წრეზე შეკრული წრით! ახლა უკვე განმასხვავებელი იყო ერთი სიტყვა ახალი და ძველი ლეგიონერები! 9 ხდება და ნუცუბის იმ ციცაბოზე ფერდზე ვართ ჩასასვლელები, ჩავედით მშვიდობიანად და სახლში მივედი! დედას მივწერე პირველი: სამეულში ვარ და პირველი ჩემი გვარი გამოიძახეს მეთქი.. უბანში ავდივარ და მირეკავს, რითი ახვედიო :დ ფეხითოო ? რა ფეხით ავტობუსს ამოვყევი .. -ხო კარგიო -მოიცა იქნებ მოგელოცა , მეთქი! -კაი მერე შემოგეხმიანები, ისე ვინერვიულეო! სასწაული, ღმერთია მომწე ჩემი და ფორმის სიყვარული მისი დამსახურებაა და შთაგონებაა! მანანამ ყოჩაღი გამოდექი, შენ ამდენ წამებას რომ გაუძელიო! კედლები და მე, უაზროდ შეჩერებული! ემოციებისგან დაცლილი და გაძეგლებული! ღამით სამის წუთებამდე ვერ დავიძინე! დილით თავი შვიდზე წამოვყავი! ჩანთას შევავლე თვალი და ვერ გავწიე ხელი! მეშინოდა, რომ სიზმარი არ ყოფილიყო! ახლა კახეთის გზას ვადგევარ და გზაში ხელი წავაპარე, ბეიჯი ჩანთაშია! მადლობა უფალს , რომ ეს წყალობა დაუშვა ჩემზე! ❤ გუშინდელი დღე კი იყო მარტო ჩემი თავის ჩემი ზეიმი და "თბილი ვიგრძენი მომდინება ჩემი სისხლის ჩემვე ძარღვში" -ვგუშაგობ ერს! -მარად! 25.10.2021
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი