კესანეს
შენზე მეფიქრებაა..ყველაზე მურტალი დროა!.გინდა არ გინდა გაურკვეველი პერიოდია...რაღაც მთავრდება, რაღაც იწყება...ცოტა ნისლიცაა წინ და არ იცი რა გელის! ამიტომ ნერვული სისტემა ცოტა არ იყოს სუსტდება.... შენ წარმოიდგინედა იგივე სიტუაციაში ვარ მეც...მე უფრო მძიმეში შეიძლება ითქვას... მაგრამ ვჭამე და ვიკმიე 12 კლასის ბოლოს... ვცდილობ იგივე არ დავუშვა. ვცდილობ პიროვნება გადავირჩინო,.. არ ვიცი მე შენი შინაგანი სამყარო, მიუხედავად იმისა რომ ერთ მუცელში ვიჯექით.. არასდროს მქონია დრო და არ მიფიქრია შენს განცდებზე...მაგრამ ახლა დავფქირდი რატომღაც...ცალკეა აიტანო ეკა, რომელიც ადამიანს აღარ ჰგავს და ამ მომენტში მითუმეტეს, ცალკე ათასი ფიქრი... არ დავიფქრებულვარ მეთქი ვთქვი იმიტომ რომ განა არ მადარდები?! არა ყოველთვის ვიცოდი რომ შენ გაცილებით იმაზე ძლიერი პიროვნება ხარ ვიდრე შენ გგონია, ვიდრე ეკას ჰგონია და ვიდრე სხვებს ჰგონია... მე ყოველთვის მოეთხოვებოდა არვიცი ვინ მთხოვდა მაგრამ ასე იყო, მეტარებინა იდეალის სახე...ავარიის დროსაც კი ძლიერის ნიღაბი მოვირგე რომ ჩემი ტკივილი დამერთგუნა.. იმდენად სუსტი ავღმოვჩდი რომ სხვადასხვა ნიღებს ვირგებ... არასდროსმქონია უფლება რომ რეალური მე ვყოფილიყავი, მე პიროვნება.ხან ვის და როგორის როლში ვარ..და ეს იქცა ცხოვრების ტიპად..... მე ჩვენი ოჯახის სიტუაციამ გამანადგურა.. არასდროს მეყოლება არც შვილები და არც ოჯახი, ისეთი დაღი მაქვს და მძულს... არასდროს მეყოლება ახლო მეგობრები იმიტომ რომ უახლოესმა კლასებმა მიღალატეს.. და ა. შ... ბევრი მეც ვაშავე , მაგრამ არა იმდენი რა სიმძიმის ჯვარის მერგო საზიდი და სიცოცხლის ბოლომდე უნდა ვზიდო... ბევრი რომ არ მოგიყვე ჩემზე... ჩემში მცხოვრებ ძაძიან ადამიანზე რატომ გწერ ახლა.... შენ დიდი ძღვენი გაქვს და გამორჩეული ხარ...გამორჩეულის არ გაცვეთილი მნიშვენობით... არ გაიღიმო, უბრალოდ შენ შენი ძღვენი და მადლი მაგ სიხალისისეში გაქვს... ეგაა შენი ძლიერი მახვილი და იარაღი რითაც ამ დაუნდობელ და მყრალ, დამპალ ცხოვრების თამაშებს მოუგებ და გაიმარჯვებ! როცა ეკა გეჩხუბება მასე ნუ იცინიხარო, არ ვიცი დაგიჭერია თუ არა, მაგრამ ხშირად მითქვამს სანამ ეცინება უნდა იცინოს მეთქი... ახლა მკითხავ შენ შენ როგორ რას რით აკეთებ მაშო?...მე კი გეტყვი თუ რით ვძვლებ ამას... თვალებზე ცრემლით დატივილ ღარებით.... ხოდა დღეს ერთი ამოცანის ვერ ამოხსნა გიკვრის და გატირებს? ახლა მისხმინე ამას ბოლოჯერ გეუბნები ჩემს სიცოცხლეში... შენი თავის ფასი აწონე .. არა როგორც ღიმილა და ყველასათვის კარგმა კესომ, არამედ - შენ პიროვნებამ კესო გურაშვილმა! აწონე! შენ როგორც გლეხი გელას შვილმა, აწონე შენი თავი! ვერც კგ მოაქცევ მაგ წონას და ვერც სხვა პარამეტრებში, მაგრამ სადღაც არსებობს განზომილება ... აწონე რა გაქვს ღირებული, რა გინახავს და რა გისწავლია.. რას მიგიღწევია.. მაგრამ უბრალოება ყველაზე დიდი საუნჯეა.. მე უბრალოებას სულიერი სწავლებითაც ვერ მივახწიე, ვერ დავეცი.. და მიხვდები რა არის შენი წონა... თუ პატივს დამდებ გამიზიარე... :)) ხოდა მოიცა რატომ გწერ ამას, მოტივაციის მიცემის რა გითხრა მაგრამ იცოდე რომ იმაზე ძლიერი ხარ ვიდრე შენ გონია, შენს ფიქრებში! საკმაოდ საზრიანი და წინდახედული ხარ, ეგ მაგარი რამაა.... ბევრ რამეში დაგეხმარება ეგ... მეგონა რომ ჩამოუყალიბებელი ბავშვი ხარ რომელიც გონიერი, ნიჭიერია მაგრამ მარტივად სამართავია.. მაგრამ ზემაგარი ხარ, რადგან შენ შენი ინტერესები როგორ ცივილური გონიერებით დაიცავი. ვამაყობ, ვინ დავიფიცო საფიცარს გწერ., გამოცდები ნაეკში არ ბარდება მარტო, გამოცდებია ცხოვრებაში..პირველი გამოცდა და ცხოვრებაში გარდამტეხიც, მებრძოლად მონათვლა დამოუკიდებლად შეძელი, რომ არ გეჩვენებინა ეკასთვის შენი სიმტკიცე მაგ იდეას მხარს არ დაუჭერდა.... ვამაყობ და გაოცებული ვარ შენი "მებრძოლად" მონათვლით....ახლა მეორე ეტაპი დგება, რაც შეიძლება მსუბუქად გადაატარე გარე ამბები... გყავს კლასები, არ ვიცი შენს სულთან რამდენად ახლოს არიან მაგრამ მაგრამ მტერებიც არ არიან, გვყავს დედა რომელიც სადმე მეომრის სული თუა მასში ცხოვრობს, ნუ გყვას დაა... რაში გარგია დღეს არ ვიცი, მაგრამ ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში მეც ვეცადე ტიბაანს გარე სამყარო მენახებინა შენთვის...უხასიათო და მყარია მაგრამ გულში წრფელი სიყვარული თუ აქვს შემორჩენილი ჭრილობებს იქით და კუნჭულში ფერად წერტილს აცოცხლებს, ეს წერტილი შენ ხარ... ხოდა ძაან მარტივად დაიკიდე... მე მშვიდად დაძინების უფლებასაც არ ვაძლევდი თავს, ნამუსი მაწუხებდა რომ მეძინა...გეგონება დავალება ჩემზე აღმატებული იყო .... გააკეთე რაც გინდოდეს , ისე როგორც უკვე აჩვენე ერთხელ შენი გონიერება და ცივილურობა ასე შეუდეგ.. ცივილური გონების შენარჩუნება ძნელია და როცა ცივილურობის ინფირაცია გჭირდება, დაიკიდე ყველა საქმე და ინფირაციას რაც მოგცემს ის გააკეთე.... მეთაურის ფრაზებს რომ იმეორებ ხოლმე გულით მიხარია, ამპარტავნურად კი არა ამ შემთხვევაში და მედიდურობით... თუ გულით გახსოვს რასაც მე იქ ვლაპარაკობდი და იმიტომ იხსენებ მართლა მახარებს, უბრალოდ ერთი მიზეზის გამო მეთაური თუ თავის რეკრუნტის სულს არ შეეხო ის მეთაური არააა...როგორც კარგი მოძღვარი ელაპარაკა სულიერ შვილს ეგრეაა ეგეც... და თუ ეს კურსზე შევძელი მადლიერი ვიქნები განგების... მაგრამ იცოდე სადმე რეალურად თუ ცხოვრებამ დაგვარჭირვა ბრძოლის ველზე მე და შენ ერთად არ ვიქნებით ! მე შენს ცუდს ვერ ავიტან.. ცუდად გახდაო რომ დაიძახეს ეგრევე ავარია გამახსენდა და თვალწინ დამიდგა.ასე რომ იცოდე მაგ საქმეში ერთად არ გამოვდგებით... სხვა სადაც გინდა... ბანაკში და ისეც ხშირად როცა რაღაც საპასუხისმგებლო თემაა მინდა რომ გვერდზე მყავდა, იმიტომ დიდი ძალა ხარ..... როცა რაღაც თემაა ლოჯისტიკურ თემებში ვჭედავ მე და კურსზეც ვნატრობდი, ოღონდ ახლა ეს მე მეხმარებოდეს მეთქი...მეხმარებოდეს როგორც ხელთქვითი კი არა,როგორც დიდი ძალა... უფრო თავდაჯერებული ვარ როცა გვერდზე ხარ ხოლმე ჩემთანხოდა ბუუები ტყუილად არ მოგგროვებია ოჯახში.. შეისწავლე მაგ ფრინველის ხასიათი..რეალურად გგავს. როგორც მე ჩემი ხასიათი ჯორს შევუხამე და ისე ეხამებით შენ და ბუ ერთმანეთს! ვაი საწყალი სულ გაგიჟებულაო არ იფიქრო, ვიცი რომ გესმის ეგ სიტყვები! დღეს თბილისში ჩვეულებრივი ერთი წრეზე მცხოვრები ადამიანით ვცხოვრობ, "კიდევ ხელს მიშლის " დედა რომ ერთ დღეს ამ ნიღნებისგან განთვასუფლდებდე და თავისუფლად ვისუნთქო.. ხო ხალხს ძაღლი და ტყე მირჩევნია იმიტომ რომ არც ტყეში და არც ცხოველებთან, არც ქვევრთან ვერ გააკეთებ ნიღაბს...არც ერთი მიგიღებს... ძაღლი დაგგლიჟავს...ტყე ცოცხალია და რამეს მოგწევს ქვევრში ღვინო კი კი უბრალოდ გაიხრწნება...რომ რომ გადავარჩე მჭირდება ის ვაკეთო სადაც თავისუფლად ვსუნთქავ.... ამას ეკას ვერ ავუსხნი იმიტომ რომ წარმოიდგინე რა სტრესში და უბედურებაში აქვს ნაცხოვრები .. შენ მიხვდები ... ვიცი რომ შენ გაქვს ის რაღაც წერტილები რაშიც უფრო თავისუფლად სუნთქვავ და როცა რთული მომენტები გექნება ცხოვრებაში ადექი და მიუბრუნდი , მ ეტ სიმხნევეს შეგძენ!,ძაან გრძელი გამოვიდა და რავი თუ დაგეზაროს არც წაიკითხო, მაგრამ სანამ სუფთა თვალებციმციმა კესო არსებობს, ყველგან გამარჯვებული იქნება!,"წყალობა გვქონდეს და სწორად ვიდოდეთ"
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი