უკან მობრუნება


" მოკლედ დავბრუნდით... რაღაცნაირად არც ერთს  მოგვიხაროდა... ცხოვრებაში პირველად ... რისთვის ვბრუნდები მეთქი, მთელი გზა ჩემს თავს ვუსვამდი კითხვას... რა გრჩება იქ.... მთელი იქ ყოფნის პერიოდში ვითვლიდით ქართველებს... ზოგს ტკივილ გამაყუჩებელი ვუწილადეთ, ზოგმა შემთხვევით ფოტოები გადაგვიღო და ა.შ .. თითოეული ქართველი  შინაურივით ტკბილი იყო...... მაგრამ მაინც არ მოგვიხაროდა....აქ ხომ ყველას ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება გვხვდებოდა...  ქუთაისიდან ზესტაფონამდე მეძინა, როგორც კი შევფხიზლდი  ფეროშენადნობი ქარხანა დავინახე ... ჩამონგრეული... და აი მაშინ ჩემს თავში არ გახარების ემოცია სინანულად მექცა...  მთელი იქ ყოფნის პერიოდში კი  საქართველოს ვადარებდით ყველაფერს . ალპების სიახლოვეს ვიყავით...მთა მთაა, მაგრამ კავკასიონს არ ჰგავდა... ცაც ისეთი ლამაზი იყო... მაგრამ სილამაზე იქამდე ვერ აღიქვი   სანამ ჩემმა დამ არ მითხრა , გაიხედე ის ხომ დიდი დათვის თანავარსკვლავედიაო....  

მშობლიური არა რა იყო! 

მოკლედ დავბრუნდით.. და ჩავერთეთ ცხოვრებაში....ვალდებულებებში..  წავედი უნივერსიტეტში... ოო გამიხარდა, ლექტორს გასაღებები კარაბინზე ჰქონდა აცმული... რაღაც ჩემმნაირებში მოვხვდი მეთქი... ლექციაზეც კარგმა ამბავმა მომისწრო... და იქ მივხვდი, რომ ცხოვრება პულსაციას ჰგავს....

 ვაკის პარკიდან  დახვრეტილთან მემორიალისკენ გავიხედე.   ერთი ღრმად ამოვისუნთქე და მეტრომდე ფეხით დავუყები.. ტურისტივით უცხოდ მინდოდა სიარული.. მაგრამ არ გამოვიდა....
მეტროში ჩემ დასაც  შევხვდი  და ერთად წამოვედით. . 

ვაგონში "მეტროს ბავშვი" შემოვიდა, ფული მთხოვა... გამეცინა... რომ ამოგეყირავებინეთ 5თეთრიც არ დამვარდებოდა.....
გაიგა გამოიარა და მოვიდა ისევ ჩემთან... წიგნი მეჭირა და ფურცელბს წაავლო ხელი.... დავინახე რომ ფურცელს ქალები დაედო... და თვალწინ ის მეხუთე კლასელი ნათია დამიდგა, რომელმაც პანიკა დაიმართა კლასში, როგორ შესდგნენ მისს წიგნს.... 

არ მომეშვა. მაჩუქეო და არა მეთქი.."მეტროს ბავშვების" მეშინია, პირველ კურსზე დედაოს ნაჩუქარი სკვნილი არ მივეცი და ერთი  გემიერელი წიხლიი მითავაზა.. იმის შემდეგ კარგად ვერიდები.. 
წიგნს თავისკენ გაწევა სცადა.  შევეცადე დამეხურა  და ჩანთის ქვეშ ამოვდე  ..მოდის ისე ახლოს, ლამის მეხუტება.. 
ამ დროს ჩემი და შორიდან მიყურებს და მაკვირდება.. აქეთ იქიდან მოხუცი ხალხის ზიზღიან თვალებს ვხედავ
.

-კითხვა იცი? - ვეკითხები
- კი ვიცი... -მპასუხობს და თავისთვის ჩაიბუტბუტა .. ეს რაღაც მეცნობა(ყდაზე ამბობს) 
-წავიკითხავ რა მაჩუქე-მიმეორებს, მაგრამ ვხვდები რომ ეს უკვე თხოვნაა და არა გამოძალვა..
.. 

-იცი, მეც ვკითხულობ და  ბოლომდე უნდა ჩავამთავრო- მეც უკვე რბილი, მზრუნველი ტონით ვპასუხობ...
.... აშკარად ეწყინა და თან გაუკვირდა, რომ კულტურულად რომ ვუთხარი,  არ ვეჩხუბე.... 
-ხშირად მიწევს  აქ ჩამოსვლა და ალბათ კიდევ შევხვდებით , შემდეგზე გაჩუქებ მეთქი.... - აქ უკვე ცოტა ემოციები მომეძალა .....

ბოლო გაჩერება ვარკეთილიიი!

მოგვისწრო ხმამ .მ...

"მეტროს ბავშვიც" ადგა და გამიღიმა.. 
, გამომხედა  და მის მზერაშიი  მშველელი ვიყავი... იმედი  განათლების,  რომელიც მოვუკალი... "

...

/ჩემი სირიელი თარჯიმანი მაჰმუდი/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი