ალილო


ბევრი გზა ვლე, მგონი არც ისე...ძველ დროს თვალიც ვავლე...და დღეს მე ბედნიერი, ხერხემალ ნატანჯი სულით ამაყი ვდგავარ ... 


მყარადა? მყარად? 

მოძღვარი გულში მიკრავს, ბერი მილოცავს..  
ტყუპი ათიო, მე მეძახის  მგონი ვუყვარვარ... 
ჯარჯი , მე და ჯარჯი...  დღეს მე და ჯორი... 
აი ცხვარი და ფოტო...  

-ვისი გოგო ხარო?
- მოლარე ზაურას შვილიშვილი... 
-
პაპაშენი  ზაურიააა, გენეცვალესი ხარო? . მაგისთანა კაცი საქართველოშიც კი არ დადისო, არც იყო და არც იქნებაო !  რა კაცი იყოო, მაგისთანა აქ კი არა,საქართველოშიც არ არისო..(19 წელია, რაც გარდაიცვალა ..)

-როგორ ამაყი ვარ, როცა ამას მეუბნებიან.. ამდენი წლების შემდეგ ასე რომ იხსენებთ პაპას- ვპასუხობ მამისტოლა უცნობ კაცს  და ვუღიმი..

ამ დროს აი ერთ-ერთ მდიდარს მოვკვარი თვალი..  ლამის მთელი რაიონის მიწები გამისია... რა უფრო სიმდიდრეა. ხელში 5000ლარიანი ტელეფონი ეჭირა და რამდენიმე მილიონად შეფასებულ სახლის გამოსწვრივ ვიდექი..ვინ უფრო მდიდარია, პაპა და თუ ისაა? 

აუ, აუ რა კარგ ხასიათზე  დავდექი.
პაპის გარდაცვალების შემდეგ დუხჭირად ვცხოვრობთ და ამ წამებში, მე მასზე , იმ ფულიანზე მდიდარი  ვიყავი. მთელი ცხოვრება, მაინც ვიბოღმებით, მაინც ვგშურს ფულიანების ცხოვრება ..

ხალხი მას ელაქუცებოდა , მე კი ამ მოხუცთან ვიდექი და ამაყად ვუყურებდი მათ მოშორებით . სულ არ მჭირდებოდა ა მასთან ხელოვნური ღიმილი, მე ხომ იმ წამებში მასზე გავლენიანი ვიყავი. გავლენა კი -გენაცვალე ზაურას შვილიშვობა იყო! 

ამაყი, თავისუფალი და ბედნიერი ვიყავი! დამოუკიდებელი! ყველაფერი ჩემი იყოო.. როცა  ვიგრძენი რომ მე სხვებივით მატერიალურად დაბეჩავებული გალაღებული ვიდექი და იმ წამებში, საერთოდ არ მჭირდებოდა ფულიანთა ცხოვრების ნატვრა! 
ოხ, ღმერთო მაღალო! რა  გრძნობა იყო არ ვიცი! ბედნიერება  და ცას წვევა, ჭეშმარიტების მიწიერი ზეიმი!    როგორც შობის დღესასწაული  ,  ეგეთი ზეიმი იყო ჩემს თავს!  

მერე ჩამაუარეთ სოფელსა, გედიქსა.. კავკასიონს ვუყურებდი. რა ლამაზი იყო ეგ დალოცვილი..ამის შემდეგ კავკასიონზე სულ ჩალაბაშვილი გამახსენდება..დიდი პოეტი იყოო..ეგ მადლიანი.. 

გზად ჩემი დის მეგობრებს ვემასხრები ..
შუა გზაში ალილოს გზა გადმომაბარეს.
მეც მხედრულად ავიღე ბაირაღი..კაროჩეს ვეუბნები , ბოდბის ეპარქიაში ნინოს ჯვარის მებაიირაღედ დედაკაციც გამოდგება მეთქი.. მედროშე  ჯარშიც არიან მეთქი. დროშა იმას უჭერია ვინც იბრძვის, ხოდა ახლა  ქალიც იბრძვის და კაციც..კარგა ხანს კი ვატარე. ხან მეჯორე ვიყავი.ლამის მთლიანად მოვიარე სოფელი ორღობეები .. მონატრებული 
სოფლის ჰაერი ვყლაპე და ვყლაპე, მგონი ყელი ტკივა...

 ჩემი ფოტო ლიხს იქეთ გავრცელდა და ისტორიული სიმართლის ზეიმივით იყო ეგეც. 

მოკლედ კარგი მადლიანი დღე იყო..
ისეთი გემრიელობები დამახვედრა დედამაც.. 
მოკლედ წყალობა გვქონდეს, სწორად ვიდოდეთ პირნათლად გასვლა ამა ერიდან 😇

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი