23
არც შენ მოგსვლია ცხოვრებაში არაფერი ისე, და არც მე! ბრძოლის გარეშე!-დღეს განსაცდელის დროს მეუბნება დედა.... ხო ჩემს დაბადებას თოფი არვის უსვრია... არც დიდი რამ მიქნია ამდენი წელი. ვბღობღამ უბრალოდ ამდენი ხანი ხან წარმატების პიკი მაქვს ხან ვეცემი და ვნადგურდები... ბევრი ემოცია მოვკალ და დავისამარე.... ხოდა დავიღალე... ჩემი მოსწავლე სიკვდილს ნატრობს, მეც ასე მოვდივარ დღემდე... რაც ჩემს მომავალ თაობას ვისურვებ ესაა, ცხოვრება შეიგრძნონ თავის ფერებში ხოდა შარშან 22 წლის რომ გავხდი, ბებიაჩემის ოპერაციაზე ვიყავი.. საღამოს მთელი საავადმყოფოს ფოიე დაიცალა და იქ ორი სკამზე ჩვენ და ერთი ოჯახი იჯდა..... ზარი.....გოგოაა...გილოცავთ, მთვარია ჯანმრთელი იყო... ეხვევიან ერთმანეთს ... მივუტრიალდი და მეც მივულოცე გაგიგზარდოთ მეთქი.... შარშან ვთქვი ამღვერამდე გამიმარჯოს მეთქი, წელს კი ვიტყვი ისე მევლოს ქუჩაში ძაღლი არა მყეფდეს
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი