მეტრო ლავ
ორ მათხოვარს შეუყვარდათ ერთმანეთი... ქალი ბრმაა.... კაცი ცოტა ყრუი.. მიწისქვევაში სხდნენ გვერდიგვერდ.. მათ მოპირდაპირედ ჩონგურინია კაცი უმღერით... "მინდა ქვეყანას გავაგებინო..." მზის ამოსვლა შენით მომიხარია..... ხალხის ჭრილში თვალს ვაპარებ...ახალგაზრდა კაცია....45 წლამდე... ზის და უმღერის, მისტირის.... ცოტა ხელის შევლება და ურიგო კაცი არ იქნება... ისინი.... ქალი 65წელს გადაცილებული და მოუწესრიგებელი, მსუქანი, აი ისეთია სამგორის ბოჟმი არა, მაგრამ არც უკეთესი გარეგნულად... ის მოხუცი პაპაც, ასე და ცოტა ლოთი.... ბოლო ერთი წელია ვხედავ, როგორ თინეიჯურად ცდილობს პაპა გოგოს გული მოუგოს, ეს ბებოც თავიდან ცოტა არ იყოს ეჩხუბებოდა... შევსწრებივარ სკამით ნელ-ნელა რომ მიცურავს და ქალიც ეჩხუბება-" გადი ერთიი, მომწყდიო!" რამდენიმე თვე აქტიურად აღარ მოვხვედრილვარ და ეს ორი კვირაა მათ ამბავს შორიდან ვზევარ... წინაზე შუადღით ვნახე როგორ მიუტანა ბულკი და გამოართვა...რამდენიმე დღის უკან,გვერდიგვერდ ისხდნენ და ერთად იშვერდნენ ხელს დასახმარებლად.... დღეს კი, მოხუცი თავზე ეამბორება და ქალიც ხელს გუმკერდზე ადებს და ნაზად წევს... ჩუმად ალბათ ეუბნება- სირცხვილი კაცოო... ის ახალგაზრდა კაცი კი მღერის-დამისხი ღვინო დამალევინე...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი