ცა
გონებიდან არ გამოდის პირიქითა ხევსურეთი.... ფანჯრიდან შავ ცაზე მიმივალ თვითმფრინავს ვუქცერ.... დაახლოებით ერთი წლის ასეთი კითხვა დამისვეს: რა გელოდება იქ, საქართველოში? გინდა წასვლაო?... რა მელოდა - ამაზე ვერ ვუპასუხე... კი წასვლაზე?!- კი ყველაფერი წესრიგში იყო, მთა და ცივილიზაცია ერწყმოდა ერთმანეთს... ჰარმონია სუფევდა ....მაგრამ!.. პირველი ორი ფოტო იქ ევროპის ცენტრში,მთაში, ალპების ხედზეა გადაღებული... მთვარე, ღრუბლები და კაშკაშა ვარსკვლავებით მოჭედილი ცა იყო.... ზღაპრული კადრი! კინო კადრი! ... კითხვაზე ვუპასუხე- ამ ცას შეხედეთ, ეს ულამაზესია, მაგრამ მშობლიური არაა მეთქი! . . ... ....... ................... ...ნოებრის ბოლოდან მარტამდე ჩემი სოფლის ცა ზღაპრულად ლამაზია, რამდენიმე გემრიელი თანავარსკვლავედიც ჩანს და ციმციმებს... მოჯირხულურია ზეცა! ზაფზულში კიდევ ჩვენი სახლის აივნიდან - მთვარე, უნდა დათვრე და დატკბე... ზუსტად ერთი კვირის წინ შატილის ცას შევცექოდი, აურახის ცასავით მომნუსხველი იყო, მაგრამ მაინც ტიბაანის ცის ტროფით ვიწვოდი . ვუყურებ ამ წამს ცაში გამოკიდებულ თვითმფრინავს, ვფიქრობ იქ მჯდარ მიმავალ ქართველებზე... ვიხსებენ იმ ემოციებს მაგრამ... მაინც რეფრენად გამდევს ნასვამი მამაჩემის სიტყვები, თალრის ქვეშ მდგარის, - "ჯერ არასდროს ყოფილა მთვარე ასე წყნარი..." "მშობლიურო ჩემო ცაო!" "ჩვენ ორნი ვარ ქვეყანაზე, მე და ღამე, მე და ღამე"
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი