გზად


ამ ბოლოს იმ გზად ბევრჯერ ჩავიარე...და ყოველ ჯერზე თვალს ვავლებდი... აი  სადმე მისვლისას გული დღემდე თუ მიჩქარდება ეს ადგილია ....
დღესაც ასე უკან  გამოვუარე.. როგორც სახლის კარის გამოხურვა და დედის შეშფოთებული სახე, როდის დაგინახავს, ისეთი მძიმეა ხოლმე ცარიელი ეზოს, მოხურული ჭიშკრის დანახვა... ფანჯრის ლანდშიც რომ არ ჩანს  ხოლმე შავოსნის ლანდი...  
დღეს წვიმდა, შეიცვალა ამბები... ქარია ძლიერი, მომენტებში წივილის ხმა ისმის და "თბილ ვიგრძენი ჩემი სისხლის ჩემებრ ძაღვრში მოდინება"... მოვდივართ, ჩაუარე ადგილს სადაც ღამის სამზე ვდგებოდით -15, -10-ში და ლამის ერთ კილომენტს თხელი შავი ტყავის 42 ზომა  ნაჩუქარი ჩექმით გავდიოდი...ფეხის ნამდვილი  ზომა 39 ..... არ ვჩიოდი მთავარია წყალი არ შედიიოდა...
ჩამოვუარე.... მერე "იქ სახლში" ფანჯარის კიდესთან ლანდს მოვკვარი თვალი.... "დაგუგებული გულის" გახნა იყო... მთელი ზაფხული ხომ ამ კადრს ვნატრობდი და მუზა...  ბოლო წელიწად ნახევრის  დროს ქცეულ გულქვაობის შემდეგ მუზა, მუზა მუზა მოვიდა! 


გი ლო ცავ ჩემო თავო! ავკარგიანობას "მეს მე მედ" შემოუნახავს! 

გი ლო ცავ ჩემო თავო!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი