საფლავთა მისვლა
ბოლო ჩაწერილ ნოუთებს გადავხედე და მხოლოდ ვალებია, პირადი ნომრები... სამნიშნა რიცხვები ეროვნულ ვალუტაში......წონა პლიუს ხუთი კილოგრამი და კვლავ მეტი არაფერი..... არაფერი.... დგახარ იქ სადაც იმათი არ ხარ, არ გიღებენ და მხოლოდ ტაქსის შემსრულებელი ხარ, და მეზიზღება ჩემი თავი ამის გაცნობიერებისას.. მეზიზღება ის ჩადებული სიყვარული იმ საქმეში რამაც გადამარჩინა ქოცოლების ჭაობს... მეზიზღება და გული მერევა, ვერ ვამშვიდებ თავს და სიბრაზეს ვერ ჩვეული წამლით ვიმორჩილებ.... მინდა რომ ცხვირწინ მივუწყდო ის რამდენიმე ათასობით ერთეული არსება და ვთქვა ნახვამდის!... ნ. მამშვიდებს, იცოდე დამარცხებული გამოხვალ მათ თვალში და სჯობს მოითმინო! რა მოვითმინოო... როგორც ვიქეცი შემქმნელი შემსრულებელად ეს მოვითმინო...ისინი არ მიცნობენ, არ ცნობენ წინა ცხოვრების მეს.. და მე ქიზიყში, რექტორის წინ შეკრებილ საზოგადოებას ვუთხარი -რომ მე დავბრუნდი! და ვკვლავ ვაგრძელებ ბრძოლას, რომელიც დიდად გამარჯვებისკენ არ მიდის, მაგრამ მეყო წელიწადზე მეტი მიკროსკოპი სირაქლემას პოზიციაში ყოფნაში იარაღი იყო! დაა დიახ, ის შინაგანი ძალა დაუბრუნდა ნაგუს! ის შინაგანი ძალა, სისხლის მოდინება! ეს ერთი წელი საუბრებში ვაგროვებდი პასუხებს, რა იყო სამშობლოო და რამდენიმე დღის წინ მეც გავეცი ამაზე პასუხი... არ დათმობაა! არეული, როგორც ნ. ამბობს ჩემს წინ კედელი იდგა, სახით გამოვედი.. დავურეკე ერთ ექსპედიციის მეგობარს, ველზე იყო არ ეცალა.. დავურეკეე მეორეს- არც იმას... მერე გამახსენდა, რომ მარტოკაცი ვარ და დახვრეტილი ოფიცრების საფლავთან ვიდევი... 26-ში არ ვიყავი მთაწმინდაზე...არ წავედი... მერე მარტო მივალ მეთქი, მაგრამ ვერ გავბედეე მათ საფლავებთან მისვლა.... თითქოს არაფერი მხოლოდ საფლავია , მხოლოდ ქვააა, მაგრამ გრიმის საფლავთან მისვლა ხატთან მისვლას ჰგავს.. სალოცავი ადგილია და ხიდი ამავდროულად... მათი კვალისა და შენი გზის თავშეყრის წერტილი.. რისთვის გადავედი იქ, მათი დახვეტის ადგილას.. რაღაცნაირად გულში ანდრონიკაშვილზე პიროვნულად მებრაზება.. თავის დების ბოლო დღეების სიმძიმეზე... ვერ ვპატიობ, თუმცა მე ვინ ვარ!... მივდივარ იქ და ის რამდენიმე ათასობით არსება მავიწყდება, კვლავ სამშობლო ტრიალებს გონებაში და რაღაც სინათლე, სევდანარები სითბო მავსებს...-არ დათმობაა! არ დათმობააა სამშობლო! შემდეგ რიტორიკულ კითხვას ვუსვა მჩემს თავს, ნეტავ ამ არ დათმობის გამო რამდენი რა დაიტიეს და როგორ გასძლეს?! თითქოს მინდა შიშველ პიროვნებებად წარმოვიდგინო ისინიიიი და მთავარი მაინც არ დათმობის ნიჭი ბობოქრობს გონებაში... მერე მთაში წავედი, 2400 მეტრზე მივეყრდენი ზურგჩანთას და ჩემი ქვეყნის ცის ქვეშ გულაღმა ვიწექ რამდენიმე წუთს... მთასაც გავყურებდი და ბარსაც ვუცქერდი... გავშიშვლიდი იქ, ვერაფერზე ვფიქრობდი და ერთი რაც შევძელი მეთქვა იყო-ღმერთო მილხინე ცოდვილსა ამას და შემიწყალე ... მეტი ვერაფერი მოდიოდა გულში... ჩამოვდიოდი, მეგზურს ვმადლობდი ამისთვის... მაგრამ მაინც ჩემს მარტოკაცობას ვგრძნობდი... ვაღიარი კიდევაც რომ, მარტოკაცობის სიმძიმე საყრდენ გამოცდილილობაშია მეთქი, მაგრამ გამახსენდა რომ კიდევ ბევრი გმირის საფლავთან ვარ მისასვლელი და პირველი დუმბაძის საფლავის ქვაზე წარწერა გამახსენდა : "იქნებ, ვაზია სამშობლო? აბა, დააკვირდით, თუ დაბლარია, დაჩოქილმა უნდა დაკრიფო, თუ მაღლარია - ცაში ხელაპყრობილმა. ორივე საოცრად ჰგავს ლოცვას, ლოცვა კი არაფერს ისე არ უხდება, როგორც სამშობლოს"... ხოდა ამ გზაზე არ დათმობას გაუმარჯოს! და დატევების ნიჭს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი