რა ხარ !
ლექსს მე ვერ დავწერ ცოტა არ იყოს გამიჭირდება წვიმის წვეთები ნელა ეცემა და სული იწყებს გამოღვიძებას მინდა აღმოვფხვრა გულის ნადები ვის მოვახვიო ჩემი ტკივილი კვლავ შენ შემომრჩი ჩემო კალამო შენ მოგიყვები ჩემს საიდუმლოს.. ტიბაანს ისე ნისლი ახურავს გული წუხდება უამინდობით დღეს თუ ხვალ წავალ ისევ აქედან ვის შევეკედლო მათლა არ ვიცი ვგრძნობ სიშორეს ჩემი ოჯახის სწავლაც მიხდება უკვე საწყენი თუ ლოცვა დამრჩა, მართლა არ ვიცი იქნებ მაუწყო გზა ჩემი სავალი დიდი ხნის შემდეგ ისევ მოვედი ხელში ავიღე ძველი ბლოკნოტი გადავიკითხე მთელი ნაწერი ცრემლი,წყვიადი გასდის წინადადებებს გაუცემელი მრჩება შეკითხვა ვინ ხარ? რა ხარ?! რა ადამიანი?! ხალხის შექება უკვე მამაძიმებს გაქცევა მინდა წუთისოფლიდან.. "წარსული" კვლავაც ტკივილს მაყენებს ცოდვა კისერზე მაინც ტრიალებს და თუ ესაა ჩემი ღაღადი ჩემი სურვილი უფლის წინაშე ბახის მუსიკა და წვიმის წვეთები მაინც მამშვიდებს.. მასთან საუბარი მაინც მამძიმებს.. შანსუ ნულია, ეშმაკი კვლავაც არ მასვენებს ..ბოროტი დაგჯაბნის თუ არ იფრთხილებ. გამოიცდები მის გზისკენ შემყურე ვინ ხარ რა ხარ და რა ადამიანები! იქამდე იტირე ,შეუმოსე ძაძით ცხოვრება და არ გაილაღო არ გაფერადდე, შენ მუდამ მგლოვიარევ თავო ჩემო! არ წარიწყმიდო, იფრთხილე ილოცე ილოცე ილოცე! 2020
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი