დედულეთი-ბავშვობა ჩემი


ზღაპარივით მინდოდა დაწყება, მაგრამ რეალობაას არ შევცვლი  თხრობას პირველ პირში, ჩემზე დავიწყებ....
 დედულეთი ჩემი სოფლიდან ხუთი წუთის სავალზე ც არააა... ხშირად მივდიოდი, მიყვარდა იქაურობა... მართლა სოფელი იყო დიდი კარმიდამოთი, თუმცა ხრიოკი მაგრამ სავსე. 20 მეასედ  სივრცეში ბევრ გასართობს იპოვნიდა კაცი: ბებოს პატარა მეურნება, ხეხილის ბაღი, შინაური ცხოველები,  კრუხ-წიწილა, პარტია-პარტია,  გრძელ ეზო, ჩაყოლებული  ვარდებისა და ყვავილების  მწკრივით, პაპას პატარა სახელოსნო, რამდენიმე საკუჭნაო   და ა.შ.
მოკლედ იდეალური სივრცე  იყო სოფლის ცხვრებით დაინტერესებული ბავშვისთვის.
 
 მისამართი ? კახეთი, სიღნაღის მუნიციპალიტეტი სოფელ. ჯუგაანი. ბევრი თქმულების, ხუმრობის   ეპიცენტრი ტიბაანელებისთვის..
ქვემოთა გზიდან  ორი  ერთმანეთის  მსგავსი ქუჩაა, პირველი შესახვევი არა და მეორე კი მიგიყვანთ იმ ეზომდე რომელსაც აქვს დიდი კარმიდამო.
პირველ შესახვევთან  მისვამდნენ კითხვას: აბა, აბა აქ შევუხვიო თუ იქითო და  ყოველთვის მახსოვდა რომ  პირველს  ჩიხში მიჰყვახარ ... ( ერთხელ მამას შეშლია და მახსოვდა ღრმა ბავშვობიდან)
და მეც პატარა საჩვენებელი თითით მეორე შესახვევისკენ მივუთითებდი.

შესახვევის შუა მონაკვეთში დიდი აკაკის ხეა, მის წინ ქუჩა  კი წარწერებით: CHACHI, ROCK, FOX WOLF CHACHI, TULI და სხვა.  
იფიქრებთ რეპერი ცხოვრობს აქ, ან როკერი, მაგრამ თქვენ შეცდებით ეს დიდი, გულიანი, სტუმრიანი და სიკეთით სავსე ოჯახის კარმიდამოა. ზუსტად ის,  რომელიც დიდ ინტერესს მიღვიძებდა. 
 ორ სართული სახლი და ეს ეზო მისტიურ შიშსაც ტოვებს ღამე...
გარშემო მეზობელი არაა,  სულ მიტოვებული ეზოებია, ნასახლარებზე ამოსული ბარდები, ხეები და უპატრონო სახლებს შეფარებული ცხოველები..
ღამე მიკიოტების, კატებისა და ტურების ხმა ისმის ყველგან, მეორე სართულიდან უსასრულოდ გაწერილი ალაზნის ხედი იშლება.  აივანზე მეძინა ზაფხულობით, რომელსაც ზედ ედო მსხლის ტოტები. მთვარის შუქზე მისი ფოთლები მომაგონებდა  ხან კუდიანს, ხან გუდიანს.  მეშინოდა  მეც და თვალებს ვხუჭავდი... 
პატარა ბავშვისთვის  მისტიურ ადგილად აღიქმებოდა და  როგორც გაღვიძებისას სიზმარი ქრება , ისე ქრებოდა ჯუგაანის მისტიურობა  ჩემთვის  და იწყებოდა ცელქობით დილა.
ახალ გაღვიძებულს აუცილებლად უნდა მომევლო ბოსელი,  ღორებისთვის დამეხედე, საბუდარში ჩატოვილი კვერცხი შემემოწმებინა, მეზობელ ეზოში თხილი მომეწყვიტა და ბოსტანში ჩამერბინა ბებოსთან. რას ვაკეთებდი იქ?! არაფერს, ნათესებს ხანდახან ფეხით ვდგებოდი , ვერ ვარჩევდი ბალახს და მწვანილს....
შემდეგ საუზმე, წიგნის კითხვა პაპა-ბებოს +4,5 ზომის სათვალით...
არ მაძლევდნენ, თვალები გეტკინებაო..შუადღის ძილისას მათი პირველი ხვრინვის გაგონებაზე , მოვიპარავდი  სათვალეს, ავიღებდი „კვირის პალიტრას“, „სარკეს“ და ვავსებდი 20თეთრიანი ლურჯი კალმით კროსვორდს..
ამასობაში ხუთი საათი ხდებოდა , წყალი მოვიდოდა და ბებოო ბოსტანს მიაშურებდნენ. პაპა არ ჩერდებოდა, ხან რას აჩხაკუნებდა, ხან რას. 
სათონის გვერდითა კედლის უკანა მხარეს სახელოსნო  თაროზე   თანმიმდევრობით იყო დაწყობილი „სალაშინი“, „შკურკა „ ,მზომი,  „პლასკა „კოზდი“,  ლურსმანი“,ჩარჩოები და  სხვა მრავალი სადურგლო იარაღი. 
შუადღლის ძილს ხან  ვინ არღვევდა  და ხან ვინ .
ხშირი სტუმარი იყო სკოლის დამლაგებელი. 
სახლის წინა ფანჯარამდე ჩამოვიდოდა, იცოდა ძაღლი არ ჰყავდათ და უკანა ყრუ კედლებიდან ხმა წინ არ შემოახწევდა ,ამიტომ  თავის ხმა უფრთხილდებოდა და ახლოს მოსული იძახდა:
-ჩიტოოოო, ჰაი ჩიტოოოო!
-ბატონოოო, რომელი ხარრრ, შენააა ხარ  გოო(სახელი არ მახსოვს ზუსტად)
-ჩიტო  სკოლაში  მეორე სართულზე იატაკი ჩავარდა , ბავშვებმა არაფერი იტკინონ შენი ჭირიმე  
-კი ბატონოოო მაგაზე გაწყებინებ -ეუბნება ახლად გაღვიძებული, თან პერანგის ღილებს იკრავს და მეორე კიბეზე ჩერდება. 
-ჩიტო სამაწავლებობს ფანჯარის ჩარჩოც გადაავრდნაზეა
- მაგაზე გაწყენინებ, ხვალ მორიგე ვაარ . -ამ დროს სულოც გამოდის და ყავაზე იპატიჟებს...
-ეს გოგო ეკასიაა -აცნობს ჩემს თავს და მათი საუბარი უინტერისო ხდება...
„კაჩალკა „ საქანელაზზე ვკტაობ და ვიხნებ
ჯუგაანის სკოლას,  რომლისაც ძალიან მეშინია.  წინ  შესასვლელში ორივე მხირდან ადის  კიბეები. ქვემოთ მინუსებში ჩასავლელია. ისეთი ძველი შენობაა, რომ  მეცხრამეტე საუკუნეში მიჰყვახარ, თათქარიძეების სახლივით ფრთხილად უნდა იყო  რომ შიგ არ  ჩავარდე. 
ძველია, ძველი დროა, რომ  უჭირს საქართველოს ის დროა. მაგრამ შიში სიძლევეს არ გამოუწვევია.. ამ მიკარგულ ადგილას ცირკი მოვიდაა. ბითელი 50თეთრი ღირს. ფოიეში მოწყობილ სცენაზე  ჯამბაზები აცინებენ  სხვადასხვა კლასის მოსწავლეებს.  მე ბაღის ბავშვი სტუმრად დამპატიჟეს.. ბედად გამიწვიეს სცენაზე და კბილის ამოღებით, დიდი ბრტყელ ტუჩათი  შემაშინეს. ისეთი ტირილი მოვრთე ფანჯარაზე მჯდომი  ჩემი ბიძაშვილი წამოხტა და როგორი მომაძუნძულებდა  სახლში  ნეტა განახათ ..
ამ  სკოლაში  პაპა ყარაული იყო წლები, მოხალისე დურგალიც.

შუა დღის ძილს მარტო დამლაგებელი არ არღვევდა. მეზობელი ვიქტორა გაღეღილი „საროჩკით“  ხშირი სტუმარი იყო.
აივნის ქვეშ სკამზე გაშლილი ნარდის მოყვარული იყო პაპასავით და ძროხის მოსვლამდე მოუბეზრებლად  მიდიოდა თამაში...შაში დუ, სევაიდუ, დუდაში, ჩარუსე და ა.შ....
აი ძროხის მოსვლა  ახალი გასართობი იყოო.. ქუჩაში ლოდინით დაწყებული  წველის სწავლების მცდელობით დამთავრებული.
ვედროს ამოტანა  და ბოსლის ჩაკეტვაა ჩემი საქმე იყო.. ბოსლის შესასვლელს სამი მავრთულით ვკეტავდი, ერთი მთავარი იყო, რომელსაც გახსნიდა პოტენციური ქურდი, მეორე- სათადარიგო ,რომელსაც იპოვიდა, მაგრამ აი იმ მესამის პოვნა ბებოსაც კი უჭირდა დილით. ანალოგიური უსაფრთხოები ვრცელდებოდა  ბაღ, ბოსტან, ბოსლის 7-ვე კარზე.
ეს არაფერი.. ორივე  საკუჭნაოზე ლუქის დადებაც ჩემი საქმე იყო და, შესაბამისად,  გასაღებების გადამალვაც, ქურდს რომ ვერ ეპოვა. 
ასე ვუფრთხილდებოდი დედულეთის და ვიცავდი არარსებული ქურდებისგან..
ხოო  მთავარი გასართობი ძროხის დაბინავების შემდეგ  იწყებოდა, აკაკის ქვეშ  ჯდომა და ლოდინი. 
სამი ბავშვისგან შედგებოდა ამ უბნის „ბანდა“, რომელიც ემტერებოდა „ გიჟებს“. 
ათის ნახევრიდან თერთმეტის 15წუთამდე ბრუნდებოდნენ  „გიჟები“ „მაჰენტენიდან“ სახლში.  აი ამ  მომენტში  იწყებოდა ჩემი “დაპლანური „ თავდასხმის განხორციელება, რომელშიც მე არასდროს ვმონაწილეობდი. მათ მოვწონდი და ზრდილობიანი საუბრით ვაყოვნებდი, სანამ ორი ჩემი ტოლი ძმაკაცი გამოჩნდებოდა სამალავიდან და მათ გაგიჟებას დაიწყებდნენ. ერთს   გამოეკიდებოდნენ,-  დედაშენს ვეტყვით- აშინებდნენ, მეორეს-შენც გადაგრია ეგე მაგ აკარაკმაო, აი შეხედე გოგოს როგორ წესივრად იქცევაო. (რა იცოდნენ რომ ჩემი გეგმით მოქმედებდნენ)
 ძილის წინა ზღაპარივით მიყვარდა ამ სცენის ყურება და  სიცილი. ამ სიამოვნების ხელის შემშლელი ერთი ადამიანი იყო, „გიჟების“ კიდევ ერთი წარმომადგენელი -ფრიდონა.  ცოტა „აფასნი“ იყო, თუ გაგიჟდებოდა მტრისას( ბიძაჩემი ქამრით უცემია ახალგაზრდობისას). საგუშაგოზე მდგარნი  გეგმის შეუსრულებლად ფრიდონასთან ერთად  მისალმებით ვიფარგლებოდით და ანოს შექებასაც მივსახურებდით ~: აი თქვე მამაძაღლებო , რა კაი ბალღები ხართ ეხლაო.
გვეცინებოდა, რაც ვიზამდით ფრინოდაც მათთან ერთად იყო, გეგმა ჩაგვეშალა  და  გაბრაზებულები  მეორე დღის მწაკვრულ გეგმას ვიმუშავებდით როგორ გვეძია შური,, და რა მომენტში გადავპარულიყავით  მათ მეზობლად მიტებულ სახლში , რათა  ქვები გვესროლა...
ფრიდონას გავისტუმრებდით  და მიდი... გიჟების გაბრაზებას ისიც  ყოფნიდა მათთვის ჩაბარებულ სახლში დავენახეთ .. ჩვენც ეგ არ გვინდოდა 
დამალაობას ვეთამაშებოდით „გიჟებს“. მათ ეზოში ერთი პატარა  სახლი იდგა, რომელშიც მათი მამიდა  ცხოვრობდა. „ბაბოლის“ კევებს ყიდდა. ბებო ყოველ დღე  5თეთრს მომცემდა ხოლმე, ზუსტად ერთი ცალი მომდიოდა. კევი არ მიყვარდა, ნაკლეიკები მომწონდა ხელზე. მას არაფერს ვუშავებდით. ხელშეუხებელი იყო ჩვენი ბანდისგან.
საღამოობით მოცუხცუხებდა  ხოლმე წყლის ასაღებად ბუტბუტით ანო ჩვენთან.. ოო ლექციაც მეკითხებოდა:- ისინი ბიჭები არიან შე გოგო არა ხარ! ისინი აკარაკები არიან!, შენც მასეთი ხომ არა ხარ!, იი დოლააანთ ბიჭი კიდე სუფთა დაცენტრილი!, დედამისი ვნახო  ერთი, ვუთხრა ყველაფერი, ყურებს დააჭრისო! “-მეც ულვაშებში მეღიმებოდა.
 ერთხელ მახსოვს ძალიან გაბრაზებული იყო. ქვემოთა უბნის ბიჭებმა ჩაბარებულ სახლში ფანჯარა ჩაამტვრიეს. აი მაშინ კი მართლა გადავრჩი. ანოს ხმამ გამაღვიძა.დილით ჩაძინებამ გადამარჩინა. შემდეგ მე მალევე წავედი ტიბაანში და არ ვიცი როგორ ჩამთავრდა ეგ ამბავი.
კიდევ რამდენი მოგონებაა... ზღვაში წვეტია ეს....
რამდენიმე დღის წინ ვესტუმრე  პაპა-ბებოს. ის მსხლის ხე მოჭრილი დამხვდა.. გულში რაღაც ჩამწყდა.. 
სკოლის ბოლო ორ დღეს ტრადიციულად ვაცდენდი, დედულეთში სტუმრობით იწყებოდა ზაფხული. ეზოში ჩარბენისას   გახარებულ ბავშვს არადეგების დაწყებას  მსხლის ხე მოწეული ნაყოფით მილოცავდა ხოლმე... მის ჩრდილის ქვეშ კი ჩემი დიდი ბებია, ელიკო, იჯდა ყოველთვის და ზაფხული მისი თბილი ჩახუტებით იწყებოდა...
ბოლო სტუმრობისას კი ელო ბაბოზე მოგონებების და ჩემი საზაფხულო არდადეგების დაწყების   რელიქვია განადგურებული დახვდა, სიცარიელე ვიგრძენი... გული  ჰორიზონტის გაფართოებით  დავიმშვიდე მაგრამ...
თვალწინ მიდგას ელო  ერთ ხელით ჯოხზე დაყრდნობილი,   მეორე ხელის განუყოფელი ბუზების მოსაკლავი   იარაღითა და   მუხლზე მიყუდებული  მეორე ჯოხით, რომელიც ცხენის ფუნქციას ასრულებდა  ჩემთვის. მოპარვა არ მჯირდებოდა ყოველთვის მათხოვებდა ხოლმე და მეც  სულ ვუბრუნებდი.. რამდენჯერმე მუხლების გავიმრთელე  „ცხენზე ჯდომით“ 
და ეს მოგონებები  ამ   მოჭრილმა ხემ გაანადგურა .
ამ სიტყვებმა კი გამიცოცხლა და უკვდავყო.
ნაგუ
2020წელი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი