ცხელი ღამე


მოგესალმებით... ჩვენი აქ შეკრების მიზეზი დღევანდელოს აღზერააა. ანტიკურ ხანაში მიიჩვევდნენ რომ უმჯობესი იყო სწავლულებს აღეწერათ მაშინდელი ყოველდღიურობა, ისიც საყოველთაოდ ცნობილია რომ წინა ხანაში უფრო განვირათებული ხალხი იყვანენ და შესამაბისად მეც განსწავლულების სიტყვებს დავეყრდნობი და დავიწყებ იმ ეპოქის აღწერას, რომელშიც მე მიწევს ცხოვრება.
დღეს ალბათ იშვიათს თუ მოუნდება ამ მეტად რთული საქმიანობის წამოწყება, მაგრამ ვინ ისიც ჟამთა აღმწერლებს ეს ნარკვევი როგორც წყარო ისე გამოადგეთ. და  მოდი მეც, დავეხმარები იმ მკვლევრებს რომლებიც ჩვენი ეპოქის შესწავლით დაკავდებიან...
21სკ-ის პირველი ორი ათასწლეული.
დავიბადე იმ რთულ პერიოდს  2001 წელი ჰქვია. ამას მოჰყვა2003 წლის ვარდების რევულუცია, რომლის განხილვაში ადეკვატური ვერ ვიქნები ასაკიდან გამომდინარე და რა აზრი ექნება იმ ფაქტების კოპირებას რომლების წიგნებში, თუმცაღა 2008წლის ცხელი ზაფხული, ეს ჩემს გონებაში წარუშლელი შთაბეჭდილებააა. აგვისტოს 5დღე.. დღეები,რომლებიც სრული შიშის და პანიკის ამსახველია.
ცნობილი ფაქტია, რომ შირაქის ველი ამ ომის დროს დაიბობმა. ეს მოხდა ღამის ორ საათზე. მახსოვს ის საშინელი ხმები და მასპინძლის შეშფოთებული სახე, რომელიც გვაუწყებდა რომ უნდა ჩაგვეცვა და მზად უნდა ვყოფილიყავით ყველაფრისთვის. არ დამავიწყება ის ფაქტი რომ მეზობელმა ნათურა აანთო... მეზობლები სხვადასხვა მხრიდან უყვიროდნენ:“ჩააქრე შუქი, იქნებ ტყე ეგონოთ და არ დაგვბობონ“-ო. ეს სიტყვები დღესაც ყურებში ჩამესმის. 
თუმცაღა მეორე დღე ბავშვებისათვის უარესი აღმოჩნდა, ვიდრე წინა ღამე. მე სტუმრად ვიყავი დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ გამარჯვებაში. მანქანებით არ მოძრაობდნენ და ვერ მოვახერხე ჩამოსვლა, მაგრამ სატელეფონო ხაზზეც რთულად გავდიოდი დედასთან. ეს მართლაც ჩემთვის დიდი წამება იყო. მახსენდება ის ფაქტიც, რომ სახლში მანქანებისთვის განკუთვნილი ორმო გავასუფთავეთ და ყველაფრისთვის მზად ვიყავით და თუ რამე უცნაური ხმას გავიგონებდით მაშინვე შიგ ვიმალებოდით. ეს დღეები ყველასათვის ცნობილია როგორც დამთავრდა და ტრაგედია იყოს ჩვენთვის. ქართველებისთვის. საბედნიეროს დღეს ჩემი მშობლიური კუთხე და რაიონებიც თავისუფალი ტერიტორიებია, რისი თქმას გამიჭირდება სამაჩაბლოს მხარეზე. 
აგვისტოს ხუთმა დღემ დიდი ჭრილობა მიაყენა როგორც საქართველოს ისე ხალხს. მასშემდგომ რვა წელი გავიდა და დღესაც ისე გვტკივა ჩვენ ცხინვალი,როგორც მაშინ. 
2009ში მახსოვს უბანში დიდი კოცონი დავანთეთ და უბნის მოსახლეობამ ხელ ჩაბმული ჯაჭვი შევკარით. ხელები მაღლა გვქონდა აწეული და ეს იმ გმირთა ერთობლიობის სიმბოლო იყო რომლთა სხეული შინდის ძმათა სასაფლაოზე განისვენებს , ხოლო სულს დამკიდრებული აქვს ცათა სასუფეველი. დღეს სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ათასობით ასეთი გმირის სახელი (არიან ისეთებიც ვისი ვინაონები ისტორიამ ვერ შემოგვინახა)გვტივა და გვიხარია. მაგრამ მათ სიდიდიადეს ყველა პატრიოტი გრძნობს მაში, როცა ამაყად და თავ აწეული მტკიცე ნაბიჯს დგამს იმ თავ:სუფალი სამშობლოს მიწაზე, რომელიც გმირთა სისიხლითა და ოფლითაა გაჟღენთილი. აი ზუტი მიზეზი იმისა თუ რატომაა ქართლის მიზები ასეთი უხვლოსავლიანი. 
ომის შემდომმა პერიოდმა მშვიდობით გავნლო. ქართველთა დაუმარცხებელმა სულმა ფეხზე მყარად იწყო დადგომა და იარე ცოტა მოუშუშდა. ქვეყანას  მცირედი აღმავლობის ხანა დაეწყო. ეს ყოველი გარეგნულად კეთდებოდა მაგრამ რის ხარჯზე) როგორც ყოველმა ქართველმა, საქართველომაც იწყო ვალების აღება და ვინიცის რომელი თაობის მხრებს დააწვება ეს თანხა გადასახდელი?
ძნელია ილაპარაკო იმაზე რომელიც შენ გტკივა და გულს გიჭამს! მაგრამ დღეს ქართველობა თავისი ხელით მიემართება სულიერი დაცემისაკენ და აი ზუსტად გვჭირდება ილია, ვაჟას და სხვათა მსგავსი პიროვნებები, რომლებიც გონება სგაუნათლებენ ხალხს. დღეს ცხოვრება ისე ჭირს, რომ საკუთარი თავის გადარჩვენისთვის იბრძვის ყველა..........

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი