ქვევრი. მამაპაპის სუნი


არასდროს მიფიქრია ჩემი სოფლის ცოცხალ სიკვდილზე. კოვიდ პანდემია უტევს მსოფლიოს, იბერიას, კახეთს, ქიზიყის...
ცხოვრების რუტინა იცვლება და იცვლება, იცვლება მსოფლიო.. უცვლელი მხოლოდ ტიბაანის ბირჟააა, სადაც სიკვდილს და დაავებას უკვე შემოუღწევია...
პანდემია რას დააკლებს, როცა სოფელი მკვდარია. . 18 წელი ვცხოვრობდი ამ სოფელში, ჩემთვის , ჩემს გარშემო ეს სოფელი სიცოცხლით სავსედ აღიქმებოდა... ტიბაანის ბირჟაზეც სიკვდილის სუნი სიცოცხლედ აღიქმებოდა.... ისევ ველოდები ტრანსპორტს, ისევ იგვიანებს და მეც სხვა რა დამრჩენია ვიფიქრო, ვიფიქრო და ვიფიქრო..
"მზიანი ღამისკენ მიდის ფიქრები", ტრადიციისამებრ პერსონაჟებში ვხედავ ჩემს თავს, ჩემს ცხოვრებასა და მათ ცხოვრებაში ბევრი პარალელია და ბოლოსს რაღაცნაირად ვეგუები იმ აზრს რომ ეს ცხოვრება, ამ ცხოვრებაში ორი გზაა და არც ერთზე ჩემსთვის სავალი ბილიკი არ იძებნება. ვეგუები ამას, ვცხოვრობ იმ აზრით რომ ყოველი დღე ბოლოააა და უფრო მშვიდი და შინაგანად ცოცხალი ვხვდები. ანდერძები..... ყველა მეგობარს ხუმრობა ნარევი სიტყვებით ვუტუვებ, ზოგმა იცის რომელი ქვა უნდა დამადონ, ზოგს სულისთვის მოხსენიებას ვთხოვ, ზოგს შესანდობრის დალევას. არავინ ძე კაციელმა არ იცის თავის აღსასრულის დღე და ამიტომ განსაკუთრებულად ვიწინაურებ საქმეს. ჩემთვის, რომლისთვისაც არც ერთი გზაა არ არსებობს ლოგიკურია ვფიქრობდე გარდაუვალ წამზე....
ახლა უსაქმურად ვცემ ბოლთას და ცხვირში მამაპაპის სუნი მიდგას! ქვევრს ვრეცხავ, შვილს არ ეფერებიან ისე როგორც მე მას, თიხის ჭუჭრელს! ვხდები უფრო სისხლხორცდება ჩემთან ვაზი, მამაპაპა, ღვინო და ქიზიყი! ბევრს კაპრიზნი ჰგონია, ახირება,რეალური მიზეზი ცოტამ თუ იცის! ვერც შენ გაგინდობ ჩემო ძვირფასო ერთგულო და კეთილო ვორდო (( შენზე უკვეთ ვინ იცის როგორ წინააღმდეგოგების გადახვა მიწევს ხოლმე, ქვევრი ჩემს მამაპაპას ეკუთვნის მე არა, გურაშვილების სადღეგრძელო განსხვავებულით დავლიე! და გავბედე! მამას ეზარება, გამირთულაა საქმე! ცარიელი წყლით და ქვევრის შემოწმებით დავიწყე! დავიწყე უფლის მადლით, მრავალჟამიერის თანხლებით მიდის საქმე!! ოოო აი სულ თეთრი ვარ, უი არ მითქვამს ხომ რომ ბუჩქი ძია ვარ 🙃🙃🤫 ჩუუუ ბუჩქი😀😀 ხოო და ეს ბუჩქი ძია ბუჩქ პაპად ვიქეცი! სამჯერ გადავივლე წყალი და ვერაფერიც, მაინც თეთრი ვარ! ხოოო დღესს ნანატრი ლიმონჟავა მომივიდაა🤫😀😀 !! 19 წლის ახალგაზრდებს დიდი თაიგული, კოსმეტიკა და მსგავსი საჩუქრები ახარებთ წესით, მე კი ქვევრის სარეცხი ლიმონმჟავა 5% იანი!!
მაგარია ცხოვრებააა !!!
ხანაც სასაცილო და სატირალი!!
იმდენად შეპყრობილი ვყავარ ქვევრს, და იისე ვიღლები ლოგინამდე ვერ მივდივარ, მაგრამ ერთს ზედმეტ სიტყვას ვერ გაიგებთ! ასეთი სასიამოვნოდ დაღლილი არ ვყოფილვარ ჯერ! სოფელი კი კვდება, იღრცხება ! უქმად დგომა უფრო მოსწონთ ვიდრემ უქმად შრომა!!
ერთი საათი ვდეგავრ ბირჟაზე, ველოდები მარშუტკას, სამ ლარს ტაქსში ვერ გადავიხდი, ფული არ მეყოფაა , არადა უნდა მოვასწრო!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი