კვალაც


დღეს გავიღვიძე ისევ ფიქრებით?
როგორ ხარ? როგორ იქნები?
მუზა მოვიდა შენზე ფიქრებით!
დღეს ალბათ კარგად იქნები!


დარჩა უთქმელი და დამარხული
ბევრი გრძნობები, ბევრი წამები..
მალე  ალბათ აღარც კი ვიქნები 
გჯეროდეს ერთის- შენ იყავი ერთი..


მოღრუბლულია ცა კავკასიონის
ყოველღამ ვხედავ მის სანატრელს
ვერ ვეცილები მისდამი გრძობას
ისიც ჩვენსავით ცხოვრობს წარსულით!


და დაგიტოვებ ანდერძად სიტყვას,
ვიცი გაიგებ, მოვა შენამდე...
მომიხსენიე ლოცვაში მარად !
ნუ მიატოვებ შვილს ლამაზს!
და თუ ოდესმო იხილავ ხირსას
კანდელი დადგი დიდების ხატთან!


 მე ახლა ქვევრი, ღვინო და ჩაფა
კირი, გოგირდი და ათასი სხვა რამ
ექსპერიმენტი კვლავაც და კვლავაც
შესანდობარი საფლავზე კვალად....!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი