სიცოცხლის გზა-მოქმედება!
"არ მიყვარს არა აგვისტო, მძულს! თბილ ქვეყნებში მიმავალთა პირველი ყიჟინის გაგონება! ხმა რომელიც მახსენებს რომ "ბუნება მოკვდება" გაიყინება ირგვლივ ყველაფერი! დღის ხანგძლივობა პატარავდება.... მალე,მალე იქნება გარემო მეტად შავი! ყოველჯერზე უფროდაუფრო მალე ღამდება, რაც ჩემი დარჩენილი დროის სიმცირეს მახვედრებს... შემდეგ თვალს ვავლებ ჩემს გავლილ გზებს და ვხვდები, რომ არაფერი მაქვს გაკეთებული და ვიწყებ ნერვიულობას... ვეძებ ახალ გზებს, რა შევქმა, რა მოვიმოქმედო, რა, რაა! და ისე ვირევი რომ ამ დარჩენილ, ძალიან ცოტა დროში საერთოდ ვეღარაფერს ვასწრებ! უარესი მემართება! უარესად მეცლება ხელიდან ყველაფერი! შენზე პრიმიტიულმა სიცოცხლის შესანარჩულებლად მოქმედება ირჩია, სიცოცხლის გზა არჩია და მიფრინავს თბილ ქვეყნებში! უნდა გაიაროს ურთულესი, რისკებით, ფათერაკებით სავსე გზა და გადარჩეს! და შენ, მასზე მოაზროვნე რას აკეთებ ამ დროს ! დგახარ და გიჟივით ნერვებს იშლი, უაზროდ ბორგავ,ბრდღვინავ! ყელში ბურთი გეჩხირება და რა გააკეთო არ იცი! გარდაიცვლები ისე რომ ვერც ვერაფერს გააკეთებ! აი ამას კარგად ხვდები და გხრავს ეს აზრი შიგნიდან! და თუ ცოტა ღრმად იაზრებ ,რომ ამ წუთისოფელში ცხოვრებით შენს სულსაც ვერაფერი ბედენა სიკეთე ვერ შემატე და აი იქ მართლა დაღუპული ხარ! და ამას ხვდები! მზე უფრო სწრაფად ჩავა შენი ცხოვრების, მით მალე გახდება შენი ცხოვრება და გარემო ერთი ფერი! 🙏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი