და ისევ ცაში ხმები
და ისევ ცაში ხმები... 12წელი და ვატყობ რომ ტრადეგია კვლავ გრძელდება.. ცხელი ზაფხული, ღრმა ბავშვობა და შიში.. ათასი სისხილი და ათასი გოდება... და ახლაა! ისევ ომია, ჩემს სამშობლოში არა, მეზობლად! ექვსი თვეა ჩემი სოფლის ლამაზი ცით ვტკბებიი... ალიონს ვეტრფი და ყოველ მწუხრზე ვმშვიდდები... დღე ღრუბლებს ვუცქერი... ღამე წყვდიად მთვარეს და ვარსკვარს კაშკაშას,მის მეზობელად.. „მზიანი ღამე“-ჩემი ღამე... და და და წერაც კი მაშინებს, თქმისაც მეშინია და თვალები მიცრემლიანდება... კვირა შუადღეა და ხმა ცაში.. ასეთი ძლიერი და შემზარავი, მას შემდეგ არ გამიგონია... ჯვართამაღლების დღეა.. მაგიდასისკუთხეში ვდგავარ და ვარ ხმა! თვითმფინავის ხმა, ასეთი ახლო და ასეთი ძლიერი 2008წლის შემდეგ ჩვენს ცას არ ახსოვს! უცბად სული მეხუთება, ხელს ვუშვებ ჭიქას და ინსტიქტურად ვეძებ ორმოს,რომელშიც უნდა დავიმალო....უნდა გადავრჩეთ! გაუზარდებლად ვემზადები გასაქცევად , მაგრამ გაშეშებული ვდგავარ და მომენტალურად ველოდები დედის დაძახებას: “ სწრაფად ,მაგიდის ქვეშ დაიმალეთ!“ ჰოი სასწაული, დედა მშვიდად აგრძელებს თავის საქმეს სამზარეულში.. ავხედე ჭაღს, არც ის ირხევა და ვდგევარ ისევ!! და როცა ხელების თავთან მიტანა მინდა, ერთ მოძრაობას გონს მოვყავარ..... მშვიდობაა ჩემს სამშობლოში და უბრალოდ ხმა იყო(რომელი თვითმფინავის არ ვიცი, მაგრამ ძალიან ძლიერის!) წამების მეასედებში გული გაჩერდა! ბნელმა მოიცვა ჩემი არსებაა, სისხლი გამეყინა ძარღვებში, ხელები დამიბუჩდა და გრძნობა დამეკარგა.... საღ აზროვნებაზე რომ მოვედი, ღრმად, დიდი ტკვილითა და ვაით ამოვისუნთქე... წყალი მოვსვი! ...სამი დღეა ცაში ხმები მესმის, ზოგი ძლიერია, ზოგიც არაა! სამი დღე არც მთვარისთვის, არც ვარსკვლავებისთვის, არც ღრუბლებისთვის შემიხედავს! შემოდგომის დაისის ნახვა ამ დროს ერთ სიცოცხლედ მიღირს! ჩამავალი მზის სხივები გუმბათის ორ სარკმელს შორის სწორხაზოვნად ვრცელდება, ანარეკლები ტაძარს სხვა შეფერილობას აძლევს, რაღაც დიდებული , აღმარფთოვანებული სანახაობა იშლება ჩემი თვალის წინ და ვპოულობ სამოთხეა დედამიწაზე !!! ყოველ საღამოს შევტრფი ხოლმე ხირსის დაისს და დღეს გარეთ გავედი.... ჩემთვის დაფიქრებული, თავდახრილი ვიყავი ....უცბად ტელეფონზე დაცემული მზის სხივი თვალმა აირეკლა და გავხდე ცას და მთელი სისწაფით თავი დავხარე! მზე დასციცინებდა გუმთაბს მაგრამ ვერ დავაკვირდი.. შემეშინდა ღრუბლების გამჭოლი ბოლი არ მენახა ცაზე! საღამოს რამდენჯერ ისევ გადაიფრინა თვითმფირავნმა! ყოველ ჯერზე ველოდები რომ სადღაც დიდი აფეთქების ხმა უნდა იყოს.. ყოველ ჯერზე ვემზადები ორმოში ჩასამალად! ყოველ ჯერზე სისხლი მეყინება და სული მეხუთება! ყოველ ჯერზე მახსენდება ომი და ის დრო! ყოველ ჯერზე ყურში ჩამესმის: „შური ჩააქრეთ, იქნებ გადავრჩეთ ,ტყე ეგონოთო!“ ყოველ ჯერზე ყურზე ვიდებ ხელს, ვერ ვშლი გონებიდან ამ ხმებს და კვლავ ჩამესმის! ჭრიჭინების ხმაც კი მაღიზიანებს!!! ყურებ დაცქვეტილი ვარ! ორგანიზს sos განგაში აქვს ჩართული! ძარღვებმა ვატყობ სითბო დაკარგეს და ლოლოდ, რობოტად ვარ ქცეული! ყველა მშვიდადაა ან რა აქვთ სადარდებელი, ჩვენს ლამაზს საქართველოში ომი ხომ არაა! ტკბილად სძინავს ერს, კეთილი სიზმრები!.... და მე ეს სამი ღამეა ვერ ვიძინებ ვფხიზელი უფრო სწაფად ვიმოქმედებ! თუ მძინავს ვშფოთავ! რას ვჭამ, რას ვაკეთებ ვერ ვიგებ! და ეს სამი დღეა მექანიკურად ვდგევარ ფეხზე, აზრები ომმთანაა! და დღეს ღვინოსთან მივედი და პირველი ქვეცნობიერმა მშვიდობის სადღეგრძელო დალია!!! რა მჯირს, რა მადარდებს! არც არაფერი! თვალებიდან ვერ ვიშორებ კადრს, შუა ხნის ქალს... როგორ იწვება! სისხლიანი გვამის თავი როგორ უდევს ძმას და როგორ ითხოვს შველას! ომიდან უმწეო ბავშვის შეშინება და მოუშუშებელი იარა მახსოვდა ამ 12წლის მანძილზე..... და ეს ხმები ცაში მააზრებინეს რა ხდებოდა მაშინ ჩემს სამშობლოში!!! რა ,რა ტრაგედიაა! რა გადაგვხდა! რა ცრემლი და ტკვილი!რა სისხლი! ვბურნდები წარსულში, კადრებს უკვე დიდის თვალით ვუყურებ და მზარავს! აგვისტოს ცხელ დღეებში ვარ ახლა! იქ ვცხოცხლობ! და ბომბილი სოფელბში, მკვედრებს შორის დავაირები!მესმის დაჭრილთა გოდება! ტყვიების შხუილი,გინება და ღრიალი! ხალხის უბედურებებს გვერდით ვარ და ვერაფერს ვაკეთებ! მხოლოდ ლანდი ვარ! სხვადასხვა ადგილებში მივდივარ და ვუყურებ! ვქრები იქიდან! გადმოვიდარ 2020წელში ცრემლიანი თვალებით! და ტკვილი დღემდე! შინაგანად ვგრძნობ ახლა იმ ცხელი დღეების სიმძიმეს და უფრო მეყინება ჩემივე ძარღვში სითხე! არ ვიცი როგორ დავაბოოლოვოოო!!! რა ვიბოდიალე ვერც იმას ვიტყვი ! აი კიდევ შორს ძაან შორს ისეც ისმის ცაში ხმა! მეშინია რომ უცებ და ბრახ! არც არაფერი იქნება, ჩვენ ნეიტრალური მხარე ვართ მაგრამ თითო ხმა ცაში -მახსნებს ჩვენს ომს და ცუდად ვხდები!ვიყინები! "კვდები" თითო ცაში ხმის გაგონებაზე ! სიკვდილის კი არ მეშინია! არა ! აღარ მინდა რომ ჩემმა ერმა ის ტკივილი ოდესმე კიდევ ნახოს! ის ჩვენს ომს მახსენებს და მოუშუშებელ იარებზე მარილს მაყრის! #რუსეთი_ოკუპანტია ანგარიში გასასწორებელი! #მშვიდობით_მოვიგებთ_ომს #დიდება_გმირებს https://www.youtube.com/watch?v=muc47u5ERTs
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი