გძებნე


უფალო გძებნე, გძებნე 
შენი კალთის ქვეშ ღამეც ვათიე

შემდეგ წავედი და გზა არეული
ვიარე, ვიარე, ბევრი ვიარე

გზები მხდებოდა ბნელი, უვალი, 
ბილიკი- ეკალ-ბარდები, 
გაიძახოდნენ და დამძახოდნენ
ორი გზაა არისო მხოლოდ სავალი
მე კი ბოლომდე ვეძიე მესამე..
როცა ძიების დავუსვი ბოლო 
მაშინ ვიგემე ცხოვრება ჩემი..

ის გზაა ყოფილა ჩემთვის უფალო მე რომ ვეძახდი ცხოვრებას ჩემსას, ვერ
დავადექი ვერც ერთს უფალო
თუ არ ისურვე ყოვლის გამჩენო
ახლა ერთსა გთხოვ შემაძლებინო
და ჯვარი ჩემი, მძიმე და ტკბილი
აღმართული მომატანინო...


უფალო გძებნე, გძებნე
ცოტაც გეძიე 
ხან შენთან ვიყავ 
და ხან კი მოგშორდი, 
არც ახლა ვცხოვრობ ათი მცნებით, 
არც მაშინ ვცხოვრობდი შენი წესებით
გზა შენსკენ მომავალი ახლა შორსაა ,
თუმცა გზის ბოლოს ისევ შენა ხარ ყოვლისგამჩენო!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი