ცოდვები


მიწის ტაცება, საფლავთ გაძარცვა 
ეს რად იქეცი სოფელო ჩემო
კულტურის სახლი აქციე მტვრად
ამით ჩუმდები და სულით ეცემი?!

სულს თავი უშვი, ხორციც გაწირე,
ტყავს რაღას ერჩი რომ დაწვი, დაბუგე.... 
წიქვილი ახლა მხოლოდ ნახშირი
სიტყვები ამ მყოფნის ამისსაკმარი!

სხვა აფარეშე, ნაგვის ურნები "არ გყოფნის " ეს იძახეთ და მერე ღვინო შიგვე აყენეთ!
ასურო მამავ
ვიცი ნანგრიეთ...
შეგბილწეთ..
სუფრებიც ვშალეთ ზედ შენს საფლავზე..
ცხოველთ სადგომი იყო სავანე,
ჯვარი დავადნეთ, ტრაპეზის ქვანი გავაქრეთ.. 
ბევრი გაწამეთ, თავზე გიბრახუნეთ,
ზოგჯერ გცემეთ და კარს იქეთ გაგაგდეთ..
ბევრი ვეცადეთ და ვერ დავამხდეთ შენი სავანე!

ახლა ხირსელო , წმინდა სტეფანევ ამით გვსჯი და გვაოხრებ?

კედლები შენი იტევენ მრავალს
მადლი დიდი გაქვს და ძალა უფლის
და ნუ გაგვწირავ ასურო მამავ,
შეგვინდე ცოდვილთ...
ცოდვებს კისერზე ნუ გვადებ შვილებს...

ისიც გვეყოფა პურის საჭმელად საფლავის კარებს რომ ვხსნით ფარულად..
იცის გვეყოფა ჭირისუფლების ხელით ნაკაწრი ქვანი ძირფასი დაუმშვენებენ მავანთ კარებსა...
ჩვენ ახლა ვიხდით წინაპართ ცოდვებს.. 
და სულს მივძიმებთ აწმყოს ცოდვებით!

წმინდა ხირსელო გთხოვ შეგვავდრე 
და ნუ დაგვტოვენ ჭირში შენს შვილებს....
ასურო მამავ აქ დავანებულო,
წარსულთ ბევრ ჯირის ნახულო
მომეცი ძალა,რომ შემაძლებინო
ამ მზის მფიცველი ვიყო ბოლომდე!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი