მე ერის, ის კი უფლის მსახური
მხარზე ბეიჯი, ფორმა ქართული ხვალ მზე ამოვა მჯერავს მომავლის საქართველოსთვის ვიგემე მიწა ქვიშა, თოვლი და თბილი ტალახი ხოხვა აღმართი, მერე დაღმართი წყალი წვეთებით იყო დიადი პირველი გასვლა დღემდე ტკივილი ბევრჯერ დავეცი და წამოვდექი ძალა ვინ მომცა,განა უფალო?! "საკვირველ არიან საქმენი შენი ღმერთო მაღალო!" რასაც კურთხევა არ ჰქონდა მშობლის წყალობა იყო დიადი დღემდის უფლის მეთაურობა არის ამის სამტკიცი და"ჯვარი" ჩემი მხარზე ნადები! დღემდის ვამბობდი, შევსთხოვდი უფალს გზა ჩემი-ჩემი ბილიკი სად არს სავალი? ახლა მარშრუტი ცოტა შევიცან პირველ აღმართზე ძვლის მივდიოდი ხოხვით დაღლილი ვიყავ მარტოკა გავიძახოდი ვისთვის ვიდოდი?! მაგ დღით ერის ჯარისკაცს ფერი ეცვალა და გამხდარიყო უფლის მსახური წელი გასულა და ისტორია კვლავ მეორდება კვლავ იმოსება შავით მორჩილი... .თხუთმეტი წლისა კარებს მოადგა თერთმეტი წელი ჩადრი ატარა სიმწინდით დაიმორჩილა ხორცის სურვილი პატარა გოგო ბილიკს შეუყვა მასაც სურვილი ჰქონდა უფლის მსახურის ღრმად ბავშვობაში მან ერის ფორმა დასახა მე კი გაზრდილზე შავს ვისახავდი ბევრი ვიდრიკე, ბევრჯერ დავმარცხდი მჯერავს ეს ორი არის ამქვეყნად უზენაესი მონაზვნობის არსი დღემდის შეუცნობელი მაგას წააგავს ჩემი ცხოვრების არსიც ცოტათი ჩვენ ჩვენი გზები "ფორმით" ვიმოსეთ დავემორჩილეთ ნებას უფლისას წყალობა გქვონდეს, სწორად ვიდოდეთ პირნათლად გასვლა ამა ქვეყნიდან! მონაზონ მაკრინეს(ლიკას)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი