დაბადებისდღე
არ ვიცი სად ვიქნებოდი ან ვინ ვიქნებოდი 19წლის წინ რომ არაა 24 იანვრის ის წუთებიიი.... დიდი ტკვილითა და ტანჯვით იწყება ჩვენი არსებობა ონტოგენეზის პრენატალური სტადია... ასეააა ყველა... განკაცებული უფლის ამ წუთისოფელზე მოვლინებაც ხომ ასე იწყებაა... ამ წამებში მაინც ვემსგავსებით ადამის მოდგმა უფალსა ჩვენსა იესო ქრისტესაააა.... სად ვიქნებოდი? ! სადმე ცაში?! არ ვიცი ჩემი აზროვნება მიღმიერ სამყაროს ვერ წვდება... ალბათ დედამიწაზე მოსვლამდე შემეშინდებოდა , დამამშვიდებდნენ და მეტყოდნენ შენი მფარველი ანგელოზი წუთისოფელში იქნება დედააა.... და ჩვენ "დედისტყაოსანი"... "კარებს იჯახუნებ და მაინც იმას იტყვი ჩემი დედაა..." და ასე მივედით 19 წლამდე.." იყო დიდება, იყო გინება, უსამართლობის კოლიანტები და ბოლოს ფოლიანტები.." და ახლა როცა ფოლიანტებად ვარ მართლა ქცეული! და ახლა როცა და მრავალი წერტილი!! როცა აქაც ვმალავ საკუთარ თავს, შენს თავში დაუკაკუნებლად შედიო... როცა ყველაზე დიდი შიში, შენი ნამდვილი მეს გაგებააა, შიშო გამოდი გარეთ!!!! სკოლაში ყველაზე მეტად წრის, წრეწირის, არითმეტიკულით პროგრესიების განმარტებები არ მიყვარდა..ყველაფერი იდეალურადაა, ერთფეროვანია, ერთ კანონზომიერებას ექვემდებარება და თუ მოვინდომებ რომ პროგრესიის ერთ რიცხვის მივუმატო სხვაობისგან განსხვავებული რიცხვი ის დაირღვევა და პროგრესია ვერ იქნება, ასევეა წრე თუ მომინდება და ცენტრიდან გავივლი უფრო მეტ ან ნაკლებ მანძილს ვიდრე რადიუსიაა, წრის გარეთ აღმოვჩნდები ან მასში დაიკარგები,რომელი უფრო უარესია არ ვიცი.... ჩვენი ცხოვრებაც წრეაა, ზოგი წრეწირამდეც ვერ მიდის, ზოგი გადის ამ სიბრტყიდან და სხვა განზომილებაში ცხვრობს, არც ერთი მასას არ უყვარს. არა უნდა იარო არ წრეწირზე თუ გინდა რომ იყო კარგი! ვისთვის კარგი? ეგ კი არ ვიცი... ხოდა ამ ცხრამეტი 360 გრადუსიანი წრის შემდეგ ვფიქრობ რომ ამ ლამაზ, იდეალურ წრეწირზე არ მიმოძვარია...ხან წრეწირის ქვემოთ ვიყავი და ხან ზემოთ, რამდენიმე წუთით ამ წრეწირზე აღვმოჩნდი (ბებოს კი ვეძახი ბავშვებს მაგრამ მთლად მაგხელა ასაკისაც კი არ ვარ), მაგრამ იმდენად არაკონფორტული იყო ეს წრეწირი რომ ქვემოთ ჩამოვედი ნებსით თუ უნებლიეთ.... ხოდაა მინდა ვთქვა რომ ყოველი 360გრ შემობრუნება განსხვავებული ტრაექტორია იყო.... ამ მეცხრამეტის დასასრულს და მეოცის დასაწყისსს ჩემო თავო გირუსვებ რომ ამ 366დღიან პერიოდში კიდევ უფრო რთული ტრაექტორია შემოგეხაზოს(ნამდვილი მე გეპოვოს, სადაც შენ უცნობ შინაგან მე უნდა იქ აღმოჩენილიყავი)ცოტა ხნით წრეწირზე ყოფნა საჭიროცაა.... ხოდა ამ კალკულუსმა სულ არ გადაგრიოს და ახლა კვანტებით არ ახსნა ნაგუ შენი ცხოვრებაა..... მოეშვი ამ ფილოსოფიას და ა დამ დამ.... ძვირფასო ნაგუ ასე მასწავლეს წერილის დაწყებააა..... ნ-ათია ვარ გურაშვილი, ზაურასი. შვილიშვილი ა-რ იკითხოთ ვინაობა ტონჩილას ვარ დიდი შვილი გ-გონიათ რომ გავლექსო,ვერ ვიქნები ნიშაილა?! უ-სახელოს შვილიშვილი, მასავით ვარ გიჟ პოეტი.... კი დავწერე 4 ასო და ცხოვრების დიდი არსი... ჩემო ნაგუ რა გისურვო, ჩემო თავო გითხრა მართლა?! სათნო იყავ უფლისთვის სხვას ნუ სჩივი იყავ კაგრად ფეხზე იდეგ მტკიცედ მაგრად არ დაგჯაბნოს (ბოროტ ძალამ) გიყვარდეს და არ ვინ გძულდეს შეიყვარე მტერი შენი ვით მოყვასი უტკბილესი... გაიხარე,გაიფურჩნე იდღგერძელე ისე დიდ ხანს, შენს შემდეგაც რომ გახსენონ როგორც ქალი პიროვნება.... არვის მისცე თავსუფლება გაგიხსნენონ უბედური... გაიღიმე და მედგრად შეხვდი ყველა ბრძოლას, უფლის ნებას. . თუ არ ვიტყვი ახლა ამას არ მოითმენს გული მართლა უფლის მადლსა გვრძობდეთ ყველა ....... მე რომ აღარ ვიქნები.... ნუ დამიტირებთ ჩემები... ნურც სუფრას გაშლით დიდებულს მწირი ტრაპეზიც მიყვარს უბრალო. . ჩამაცვით ძააძა ანდა ფორმა ჯარისკაცისა წესი ამიტომ მოძღვარმა ჩემმა არქიმანტრიდმა.... ისე ნუ გამიშვებთ მანახეთ ხირსა ტაძარი ჩემი ლამაზი სოფლისა, დაფალით გვამი ჩემი ფერდაზე კვირაცხოვლისა, მარცხვნივ დამფალით ტაძრისა კვირაცხოვლისა... გულზე ყვავის ნუ დამაფენთ დროშა ჯობია ქართველობისა... ქვას ნუ დამადებთ მძიმესა ცხოვრება მეყო ტანჯული.. ცისფერი თვალებს უხდება საფლავზე მთისა კესანე... თოფი ისროლეთ მაშინაა როს ქვა ეცემა კუბოსააა ეს არ ბოლო სურვილი... მიმავალისა ნაგუ სა....
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი