მე ვკდები


მე ვკდები...


გუშინ სიზმარში ვიხილე გვამი
დედა ტიროდა , ცხარე ცრემლებით
გვერდით ვუდექი ვერ დამინახა
თავმოგლეჯილი შევიცან თავი
ჩემი სიკვდილი ვნახე ნათელი
ცრემლით გამევსო ძილში თვალები
მთელი დღე ფიქრით სიკვილმა
არ მომისვენა გონება მშვიდი
ფიქრებს ვერევი, სიზმრებს ვეღარა
გუნებას რაღაც ჩასძახის მტკიცედ!
მიდი გატახდი, მიდი შეძელი
არც ისე რთულია, მიდი შეძელი!

ახლა სიზმრებში მოდის სიკვდილი
ყველაფერს ვხედავ, ვიცი დღე გასვლის
არაფერი ჰგავს მე როგორც მსურდა
ამას დავტოვებ ლექსში ანდერძად
კართან სიკვდილი მიდგას დარაჯი
მიქელა მოდის, გზაშია , კარზე კაკუნი!
და  წუთსა შორის ვასწრებ დაწყებას?

საქმე არ დამრჩეს ის დასაწყები 
და დანარჩენი?! იყოს სულ ერთი!
ამოვალ ზევით ,  იქ მომაკითხეთ
სამსჯავროს დღეს იყოს სიმართლე!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
ი.ო.ა.ნ.აFbi1 წლის წინ

2023 თებერვალი... ეს სიზმარი სიღნაღის რაზმის პირველი გასვლისთვის მარშრუტის შერჩევისას წინა ღამეს ვნახე...... წყალობით კარგად ჩიარააა და სულ ბოლოს ვთქვი რომ ოცნება მქონდა , რომ სანამ მოვკვდებოდი ეს გამეკეთებინა

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი