ვედრება
ღმერთო დავეცი ძალა აღარ მაქვს სულიც მომიკვდა ხორციც მიყარს ღმერთო მიშველე ვერ გამოვდექი, არა ვარგივარ- არც ჯარისკაცი!- ღმერთო მიშველე ტლაპში ნუ გამსვრი ღმერთო მიშველე ნუ აღამღვრევ ნათელი მიწყალე ნუ განმაშორებ აღარ შემიძლია ღმერთო შემეწიე გზაზე დამაყენე დიდმოწამევ შემავედრე ღმერთო შემიწყალე ღმერთო შემიწყალე განსაცდელს ვეღარ ვიტევ, დავიღალე ყველა მოვიძულე ყველა მოვიშორე ასე გადავწყვიტე! ღმერთო შემიწყალე თვალს ნუ გამიშავებ!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი