მოხუც მეს
ერთ დღესაც ქარი წაიღებს ამბავს და შენც დარჩები მოხუცი მესთან... მერე ჩახედავ სარკეში თვალებს – ვაი, თუ მართლა ვერ იცნობ თავსა. ხელის კანკალით გადაშლი ფურცელს და ამოიკითხავ სიტყვას – „საქმეს!“ ამხელა წიგნი ხომ ერთი სიტყვაა, რა ჯანდაბაა ამდენი საქმე! რას ემსახურე ამნაირს, რასა? სად არის შვილი, ან კვალი შენი? რას შეალიე, ვის შეალიე... მარტოდშთენილი შესცქერი ღუმელს. გადაშლი ფურცელს და ეძებ სახელს, „მარტო კაცი ვარ, ეული მარტოდ!“ სად დაიშალა ლაშქარი შენი, რად მიგატოვეს ასე და ამდროს?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)