ნათია ჯიქურაშვილი

მამუკა ონაშვილის ხსოვნას! მამულიშვილი როცა კვდება, სამშობლო კვნესის, ციდან ეშვება ვარსკვლავების მთელი ტრიადა, მიწა კი ტირის და გულის კაცს იხუტებს მკერდში განსაწმენდელის გარეშეა სული უფალთან. იქ ღვთისმშობელი თავის ხელით იარებს მოსწმენდს, ღირს არს ჭეშმარიტს - უგალობებს რწმენის ზიარად და სამოთხისკენ შეეღება ნეტარი კარი და დაეცლება ტკივილიც და თმენის ფიალაც. მამულიშვილი როცა კვდება, ზეცაც კი გლოვობს, მეხი ვარდება, იკლაკნება ელვა ხმიანად, უფალსაც რაკი კარგი უნდა - ღიმილით მოწმობს, და ამის ნიშნად ცისარტყელას ხატავს მზიანად. და წასვლას წასვლა უნდა ერქვას, ალბათ, კაცური, სახელის მეტი სხვა რა გვრჩება და სხვა ვინა ვართ?! და ჰარპიების დართულ ბედთან თუკი ვუძლურებთ, არჩევანი გვაქვს ღირსეულად წარვდგეთ უფალთან. მამულიშვილი როცა კვდება, ზეცაც კი გლოვობს, მეხი ვარდება, იკლაკნება ელვა ხმიანად, უფალსაც რაკი კარგი უნდა ღიმილით მოწმობს, და ამის ნიშნად ცისარტყელას ხატავს მზიანად.

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი