ქალი.


წვიმა და ქარი ატირდა ღამით,
წვიმასთან ერთად ტიროდა ქალიც -
სილუეტივით მოსჩანდა კართან,
მისი ლამაზი ნარნარა ტანი.
სიცივისაგან ხელებს ვერ გრძნობდა
და ეშინოდა დახურვა კარის...
უიმედობით მოჰგავდა ყვავილს -
ყვავილს რომელსაც არ ჰყავდა არვინ.
მასზე ეზრუნა, გრძნობით გაეთბო
და დაეხურა მისთვის ის, კარი...
ცხოვრებისაგან დაბეჩავებულს
ცრემლი სდიოდა ის, იყო მთვრალი!
ეს ღვინით არა! ტკივილით არის -
მარტოსულია ახლა ის, ქალი
რადგან არა ჰყავს პატრონი არვინ,
დამსგავსებია ის, დამჭკნარ ყვავილს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი