ბუნების სევდა.


იქ, გორის იქით მოსჩანს მზის სხივი               აქ - კი რატომღაც ბუნება ტირის                      გახვეულია ნისლში სახლები,                             გარშემო აკრავს სველი ნაძვები.                      განზე დგას ერთი, ტირიფი დიდი -                     გაუჩერებლად იგი სულ ტირის!                       ან რა აწუხებს, ან რატომ ჩივის                          არავინ იცის, ჩუმად განიცდის...                           ჩამოისვენა ხეზე ბეღურამ,                                   ისიც - კი, ამას ხვდება მეფურად.                             არ უშინდება წვიმიან დღეებს                            და ამ წვიმაში ათენებს ხეზე,                               ასე ერთმანეთს ბაძავენ ყველა -                      თავისებურად ხვდებიან სევდას...                   გარემოს, როცა მზე გაანათებს -                          სევდაც გაქრება გამოიდარებს!.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი