ადამიანი და წვიმა.
ცხოვრებისეულ სამყაროში მოხვედრა ღირდა, წამისთვის ალბათ ბევრს დათმობდა ამისთვის წვიმაც, ადამიანად თავი ეგრძნო სულ ერთი ციდას! ალბათ ძნელია იყო წვეთი, ვით მსგავსი ცრემლის - ცრემლი, რომელიც, მაშინ ცვივა, როდესაც გტკივა. ხო და არც წვიმას არ ექნება, ცხოვრება მშვიდი, მასაც სულ, მუდამ ასე, უწევს მოვლენებს ჩივის - ადამიანთან ერთად ხშირად ისიც - კი ტირის! სევდიანობენ ორნი, ერთად ამკობენ ერთურთს, ცდილობენ გრძნობით დაიამონ ტკივილი სიმწრის. მერე, კი წვიმა გაიფიქრებს, რომ ფუჭად ჩივის... სჯობს ძველებურად მოევლინოს ქვეყანას წვეთად, ვიდრე თვალთაგან იღვრებოდეს უმწეო ცრემლად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი