თბილისი.


დაღონებულა, ჩემი თბილისი!                             სიტყვას ვეღარ ძრავს ისე განიცდის,              როცა შვილები ვერ გრძნობენ ამას                თუ, რას გრძნობს მისი, მშობელი ახლა!               ეს ყველაფერი არის მგმობელი,                          თავისი ქვეყნის დედა-მშობელის!                             ლოდებად აწევს გულზედ ნაღველი,                ამ ყველაფერი სიმწრის მნახველი.                       როგორ განიცდის მაშინ მშობელი,                  როცა შვილისგან კარგს არ მოელის              და ენატრება ლაღი ბავშვობა,                                 მის შვილს, რომ ასე თბილად ათბობდა.        გულზედ, ცრემლები სცვივა მთაწმინდას,          რომ გადმოჰყურებს სისხლიან მიწას.          რა ძნელი არის უყურო ამას,                                 თუ, როგორ უტევს ძმა, საკუთარ ძმას!                  გაასმაგებულ ტკივილს გრძნობს გულში,      სულ უფრო მეტად ეძლევა წუხილს...                   რა ძნელი არის იყო მშობელი,                           ურჩი შვილების გაუგონრების!                               განა ამისთვის იბრძვის მშობელი,                    რომ შვილი ნახოს უფლის მგმობელი?!             ირგვლივ ყველაფერს ლეწავს ტკივილი, მტერი კი, ამას ხვდება ღიმილით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი