მთაწმინდა.


დარდიანი იყო, გუშინ მთაწმინდა,                     როცა გულზედ ასე, მწარედ აწვიმდა.             დრო მოვიდა ისეთი, რომ აცივდა                       დღევანდელით გული, როგორ ასტკივდა.       საუკუნოდ ის, ინახავს თაობას,                          რომლის გამოც, უხარია წარმოთქმა -                შვილი ხარ და არ მეთმობი წარსულად,         თქვენზე ფიქრში, რამდენი დრო გასულა!       უწინდელით ამაყობდა მთაწმინდა -                 დღეს კი, მის გულს სინანული აწვიმდა...       ერის შვილი სულ აღარ ჰგავს თავისას,         უცხო ტომებს შერევია სასმისად.                     დარდიანად იყურება მთაწმინდა!                     იმედი აქვს მზე, გამოვა ხვალიდან                 სათქმელს იტყვის ისევ - ისევ თავისას,          ქართველობა სიწმინდეა კაცისა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი