ხვალინდელი დღე.
ხვალინდელი დღის გათენებას ყველა მოველით, მაგრამ არ ვიცით, რას მოგვიტანს, ვის რა მოგველის! ზოგს გაუთენებს ია-ვარდით მოფენილ დილას, ზოგისთვის ალბათ, სანატრელი გახდება დილაც. ბედის ნებაა, რას გადაწყვეტს ვის, რას მოუტანს. ვის, რომელი გზით, გააქროლებს საით წაიყვანს! იმედს ვიტოვებთ, რომ იქნება მშვიდი და წყნარი... უწინდებურად, კვლავ შევხვდებით გარიჟრაჟს ხვალის! .
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი