ღამის ფიქრები.
ღამე ფიქრებს შემოაწვათ სევდა... გულმა იგრძნო ისე, ძლიერ დაღლა ირგვლივ თითქოს ყველაფერი გაქრა... იცით ბნელმა, რამდენი რამ შთანთქა?! გულში უფრო, მეტი დარდი გაჩნდა, შენს სულს იქით, არ გჭირდება წასვლა... ჩაიკეტე მიიხურე კარი, დაღლილი ხარ ონავარი ქალი. გწადია, რომ აარიდო თვალი, თორემ გასკდა ამ დარდებით თავი. როცა ირგვლივ სიმართლეა მკვდარი, სიცრუისგან, თავს დაიცავ მაინც... თუმც სიცოცხლეს გიმწარებენ ამით , რომ გაუძლებ მაშინაა კარგი. შენს გარშემო, სულ გაკაფავ მდელოს მომავალში, რომ არ დაგაყვედრონ. შენი ხელით გაიკაფავ გზა-კვალს არ მოუშვებ სიახლოვეს მტარვალს, და თუ ვინმე შეეცდება მაინც, უსათუოდ მიხვდება, რომ არ ღირს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი