შვილები
პირველი შვილი მოულოდნელი სიხარული იყო. ვერც კი ვიაზრებდი რა ხდებოდა ჩემს თავს. რაღაცნაირად ვგრძნობდი თავს, ჯერ არ ნახული და განუცდელი სიხარული მომანიჭა, თუმცა დედობა რა იყო ვერ ვგრძნობდი, მიხაროდა ის რაც უხაროდა ყველას, რომ დაიბადებოდა ბიჭი. დაიბადა და გაიზარდა უკვე 16 წლისაა. მიყვარს ძალიან. მეორე ,ასევე მოულოდნელი და გაუთვალისწინებელი იყო. პირველი სულ რაღაც 4 თვის იყო, როცა მივხვდი, რომ მეორე სიცოცხლე ფეთქავდა ჩემში. ვზრდიდი პირველს ხელში, მეორეს კი მუცელში. დაიბადა მეორეც და უკვე 15 წლის გოგონაა. მესამე კი სრულიად გააზრებულად და დიდი სურვილით გავაჩინე. ვტკბებოდი თითოეული წამით. მესამე შვილზე სრულად გავისიგრძეგანე დედობრივი სიყვარული და ვიგრძენ თავი დედად. ის უკვე 8 წლისაა. მეოთხე კი უფლის საჩუქარია, ჩემი სასწაულია, მებრძოლი და სიცოცხლის სურვილით სავსე. ასე ვთვლი, რომ არა განგების ნება, ის ან მე მკვდარი ვვიქნებოდით. ჩემი პატარა 2 წლისაა და მახარებს მისი აქტიურობით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი