...
ხეებს დაასკდათ კვირტები და ჰფენენ ყვავილებს, ასე სინაზით მორთულია მთელი ქუჩები, ჩუმად უცდიან ბეღურები უფლის სასწაულს, და ნასახლარში იმაგრებენ ბუდეს, მაკვირვებს. თითქოს ნაძვებსაც ებევრებათ მომცრო გირჩები, თანაც წიწვებზე თეთრი თოვლი ფანტელებს აქსოვს, მაშ გაზაფხულის ბუნებამ ჰქმნა თვით სასწაული, და მეც ბავშვივით ვაფახულებ თვალებს თაფლისფერს. სახლის აივანს შეჰფარვიან ის ჩიტუნები, თან ჩურჩულებენ,ემოციებს ჰფენენ ჩრდილის ქვეშ, მეც ცელქი ბავშვის შევიძინე უცბათ სტატუსი და ჩემს აზრებში ვათარეშებ მარტის ამინდებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი